ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ცხელება

ცხელება როგორც წესი მიუთითებს, რომ ორგანიზმი ებრძვის დაავადებას ან ინფექციას.
უხშირესად ის არ არის ზიანის მომტანი პაციენტისთვის. ცხელება შეიძლება განიხილებოდეს როგორც იმუნური სისტემის ფუნქციონირება, რომელიც ეხმარება პაციენტის ორგანიზმს. ცხელების დროს მნიშვნელოვანია როგორც მისი მიზეზის დადგენა, ასევე ბავშვისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა. სხეულის ნორმალური ტემპერატურა ცვალებადია ასაკთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, აქტივობის ხარისხთან ერთად და ასევე დღის განმავლობაში. ჩვილებს აქვთ შედარებით მაღალი ტემპერატურა ვიდრე მოზრდილ ბავშვებს.
ტემპერატურა ყველაზე მაღალია შუადღიდან საღამომდე, ყველაზე დაბალი - შუაღამიდან ადრეულ დილამდე. ტანსაცმლის რაოდენობა გავლენას ახდენს ადამიანის ტემპერატურაზე. ნორმალური ტემპერატურის საზღვრები მერყეობს 36.4°-დან 37.5°-მდე. ცხელებად ითვლება ტემპერატურა 38° ან მეტი.

ცხელების ნიშნები და სიმპტომები

ბავშვების უმეტესობა ცხელების დროს თავს კარგად გრძნობს. ბავშვი არის შეხებით ცხელი, წამოწითლებული, მომატებულია ოფლიანობა, გაძლიერებულია წყურვილის შეგრძნება. ზოგიერთს გამოხატული აქვს იმ დაავადებების სიმპტომები, რომელიც იწვევს ცხელებას, ასეთია:

ცხელების დროს დამახასიათებელია სუნთქვის და გულისცემის სიხშირის მომატება, შედარებით მოთენთილობა და უგუნებობა.

მიმართეთ ექიმს, როდესაც ბავშვს აღენიშნება ცხელება და მასთან ერთად

  • გამოიყურება ავად, არის უჩვეულოდ ძილიანი ან ძალიან მოდუნებული (ტემპერატურის დაწევის შემდეგაც).
  • იმყოფებოდა ძალიან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ ხანგრძლივად.
  • აქვს სხვა ნიშნები, როგორიცაა გაშეშებული კისერი, თავის ძლიერი ტკივილი, ასევე ყელის ან/და ყურის ტკივილი, აუხსნელი გამონაყარი, განმეორებითი ღებინება ან დიარეა.
  • აქვს იმუნური სისტემის პრობლემები, როგორიცაა ნამგლისებურუჯრედული ანემია, სიმსივნური დაავადება ან იღებს სტეროიდებს.
  • აქვს კრუნჩხვა.
  • არის 3 თვემდე ასაკის და აქვს ტემპერატურა 38° ან მეტი.
  • არის ნებისმიერი ასაკის და აქვს ტემპერატურა 40° ან მეტი.
  • ცხელება გრძელდება 24-48 საათზე მეტ ხანს.
  • თქვენი აზრით ბავშვის მდგომარეობა უარესდება.

ცხელების მართვა

ტემპერატურის დასაწევად გამოიყენება პირველი და მეორე რიგის მედიკამენტები:

  • პარაცეტამოლი 4-6 საათში ერთხელ
  • იბუფროფენი 6-8 საათში ერთხელ
  • დოზირებისთვის მიმართეთ პრეპარატის ანოტაციას პედიატრის რეკომენდაციის მიღებამდე. ძალზე მნიშვნელოვანია სწორი დოზირების დაცვა.
  • ცხელების მართვის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მაქსიმალური კომფორტის შემქმნა, დასალევად საკმარისი სითხის მიწოდება, ასევე დაავადების ნიშნებსა და სიმპტომებზე დაკვირვება.
  • თუ ცხელება 38,5°-ზე მეტია და ამის გამო გამოხატულია დისკომფორტი, შეგიძლიათ მისცეთ სიცხის დამწევი საშუალებები.
  • ტემპერატურის დაწევის დაწყებას (და არა სრულად ნორმალიზებას!) სჭირდება გარკვეული დრო 30 წუთიდან 60 წუთამდე. ამ დროს უმნიშვნელოვანესია, ბავშვს მოაშოროთ თბილი ტანსაცმელი და საბანი, რათა მოხდეს გაგრილება მაღალი ტემპერატურის გარემოში გამოყოფის გზით.
  • არ გამოიყენოთ ერთდროულად სიცხის დამწევი ორი პრეპარატი; სხვადსხვა ჯგუფის პრეპარატების მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 2 საათი!
  • კარგი ნიშანია, როდესაც სიცხის დამწევი მედიკამენტის მიღების შემდეგ ბავშვი იწყებს თამაშს, კარგ ხასიათზეა და ურთიერთობს გარშემომყოფებთან.

ზოგადი რეკომენდაციები

  • არ გადაახუროთ ბავშვი ზედმეტი ტანსაცმლით ან ოთახში მაღალი ტემპერატურით, არ ჩაათბუნოთ.
  • ტემპერატურის დასაწევად არ გამოიყენოთ სპირტიანი ან ძმრიანი საფენები, ყინული, ცივი წყალი, სხვ. ეს ღონისძიებები აღარ არის რეკომენდებული (მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში ექიმთან შეთანხმებით!)
  • ცხელების დროს პაციენტი კარგავს სითხეს, ამიტომ მიეცით სითხე დიდი რაოდენობით, რომ არ განვითარდეს გაუწყლოვანება. გაუწყლოვანების ნიშნებს მიეკუთვნება ცრემლების გარეშე ტირილი, პირის სიმშრალე, სველი პამპერსების რაოდენობის შემცირება.
  • სიცხის დამწევი საშუალებები გქონდეთ მუდმივად მომარაგებული.
  • თქვენს პედიატრს შეატყობინეთ ბავშვის ავადმყოფობის შესახებ.
  • გაზომეთ ტემპერატურა თერმომეტრით და არ ენდოთ ტაქტიულურ შეფასებას (ხელის მიდებას შუბლზე ან ლოყაზე).

როგორ გავზომოთ ტემპერატურა?

  • ტემპერატურის ყველაზე სანდო საზომი ნებისმიერ ასაკში არის რექტალური ან ორალური გაზომვა, თუმცა ორალურად
  • ტემპერატურის გაზომვა შესაძლებელია მხოლოდ 5 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში.
  • თანამედროვე საზოგადოებაში გამოყენებაშია ასევე ყურის და შუბლის ელექტრო თერმომეტრები, პლასტირები, რომელთა სანდოობის მაჩვენებელი დაბალია. ამიტომ, ამ გზით ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში საჭიროა მისი გადამოწმება რექტალურად სიცხის გაზომვით.
  • რექტალურად ტემპერატურის გასაზომად ხმარებიდან ამოღებულია მინის ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი, მისი გატეხვის შემთხვევაში გარკვეული საშიშროების არსებობის გამო.
  • ყველაზე ხშირად გამოიყენება ტემპერატურის გაზომვა იღლიაში, რომელიც უნდა იყოს წინასწარ კარგად გამშრალებული.