ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ძილის აპნოეს მართვა

ძილის აპნოეს მართვა გულისხმობს სერვისს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ძილის აპნოეს დიაგნოსტირება და მკურნალობა. „ნიუ ჰოსპიტალსში“ ხელმისაწვდომია ძილის აპნოეს დიაგნოსტირება პოლისიმნოგრაფიის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს ძილის დარღვევების და ძილის აპნოეს კვლევას. პოლისომნოგრაფია ტარდება ღამით, ძილის დროს და კვლევის პროცესში ხდება ძილის დროს ტვინის ელექტრული იმპულსების, სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციის, გულმკერდის მოძრაობის და სუნთქვის მონიტორინგი; ასევე - პაციენტის თვალების და ფეხების მოძრაობაზე დაკვირვება.


ძილის აპნოეს მკურნალობა

ძილის აპნოეს მკურნალობა მოიცავს ცხოვრების წესის შეცვლას, ქირურგიულ ჩარევას ან/და სუნთქვისას დამხმარე მოწყობილობის გამოყენებას - CPAP თერაპიას, რომელიც მიზანშეწონილია ძილის ობსტრუქციული აპნოეს შემთხვევაში.

CPAP თერაპიის პროცესში ძილის დროს გამოიყენება პორტატული აპარატი, რომლის მეშვეობით მუდმივი დადებითი წნევის დახმარებით ხდება ჰაერგამტარი გზების გამავლობის უზრუნველყოფა ძილის დროს. ჰაერის ნაკადის მიწოდება ხდება ნაზალურად ან სახის ნიღბის დახმარებით.


აღნიშნული მოწყობილობა აკონტროლებს ჩასუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის მოცულობას. ზოგიერთ შემთხვევაში აპარატი აღიქვამს პაციენტის ჰაერგამტარი გზების შევიწროებას ან დახშობას. ასევე, აღიქვამს ჩასუნთქვის აქტს და საჭიროებისამებრ ეხმარება შესაფერისი წნევით.


ძილის აპნოეს მკურნალობა CPAP თერაპიით

ძილის აპნოეს მკურნალობა CPAP თერაპიის გზით ხელმისაწვდომია „ნიუ ჰოსპიტალსში“. ობსტრუქციული ძილის აპნოეს დიაგნოსტირების შემდეგ, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, პაციენტს შეუძლია მიმართოს CPAP თერაპიას - გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, მიიღოს მისთვის ინდივიდუალურად შერჩეული ნიღბის ზომა და აპარატის პარამეტრები.


რატომ არის მნიშვნელოვანი ძილის აპნოეს მართვა?

ძილის აპნოეს შესაძლებელია გახდეს მრავალი დაავადების მიზეზი. ესენია: კარდიოვასკულური დაავადებები, არტერიული წნევის მატება, გულის რითმის დარღვევები, მეტაბოლური სინდრომი, წონის მატება, დიაბეტი, დეპრესია, დღის განმავლობაში ძილიანობა, მეხსიერების და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, დაღლილობა, ერექციული დისფუნქცია და ა.შ. ამ დაავადებების სამართავად და თავიდან ასაცილებლად კი მნიშვნელოვანია ძილის აპნოეს მართვა.