ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ძვლის მოტეხილობა ბავშვებში

მოტეხილობებს ბავშვთა ასაკში ხშირად ახასიათებს სუსტად გამოხატული სიმპტომები. ეს განპირობებულია ასაკობრივი თავისებურებით, ბავშვის ძვალი ელსატიურია და აქვს მტკიცე ძვალსაზრდელა, რომელიც ზოგჯერ, ძვლის კორტიკალური ნაწილის მოტეხილობის მიუხედავად არ ზიანდება და იწვევს კლინიკური სურათის შენიღბვას.

შეიძლება მოტყდეს ნებისმიერ ძვალი, თუმცა უხშირესია წინამხრის, მხრის ქვედა ბოლოს და ფალანგების მოტეხილობები. პედიატრიული ასაკის მოტეხილობების უმრავლესობა ხასიათდება კეთილსაიმედო გამოსავალით, თუმცა განსაკუთრებულ ყურეადღებას მოითხოვს მეტა-ეპიფიზარული მოტეხილობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლის შემდგომი განვითარების შეფერხება.


მოტეხილობის ნიშნები და სიმპტომები

მოტეხილობაზე ეჭვის შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ კლინიკურ ნიშნებს

  • ლოკალურად შესიება, დეფორმაცია, კიდურზე კანის ფერის შეცვლა
  • პალპაციით(ზეწოლით) დაზიანებულ ადგილზე მტკივნეულობა
  • მოძრაობების შეზღუდვა მიმდებარე სახსრებში
  • ზოგჯერ, მაღალენერგეტიკული ტრავმის შემთხევვაში შეიძლება დაზიანებული იყოს კანიც, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უფრო რთულ, ღია მოტეხილობასთან

პირველადი დახმარება მოტეხილობისას

მოტეხილობის დროს საბაზისო პირველადი დახმარება მოიცავს

  • კიდურის იმობილიზაციას - რათა გამოირიცხოს ფრაგმენტების შემდგომი მოძრაობა და შესაბამისად შემცირდეს ტკივილი და რბილი ქსოვილების შემდგომი დაზაიების ხარისხი
  • ლოკალურ ჰიპოთემიას - რაც ხელს უშლის დაზიანებული კიდურის შემდგომ შეშუპებას (არ დაადოთ ყინული შიშველ კანზე, უმჯობესია ის შეახვიოთ ნაჭერში)
  • ქვედა კიდურის მოტეხილობის დროს, პაციენტის ტრანსპორტიება უმჯობესია მწოლიარე პოზიციაში. ზედა კიდურის მოტეხილობის დროს ხელი ჩამოკიდებული უნდა იყოს კისერზე.
  • ანაგეზია - ტკივილის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიიღოს ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

როდის მივმართოთ ექიმს

მოტეხილობაზე ეჭვის შემთხევვაში უნდა მივმართოთ ექიმს, რათა დაიგოზი დაზუსტდეს და განისაზღვროს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა. დაუყოვნებლი მიმართეთ ექიმს თუ:

  • ტრავმის შედგედ პაციენტს აქვს ძლიერი ტკივილი
  • კიდური დეფორმირებულია
  • კიდურს აქვს უჩვეულო ფერი/პერიფერიული პულსაცია შესუსტებულია და/ან არ სისნჯება
  • კიდურზე არის ჭრილობა

მკურნალობა

მოტეხილობის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია კიდურის იმობილიზაცია სპეციალური ფიქსატორის ან თაბაშირის ნახვევით, დამოკიდებულია მოტეხილობის ლოკალიზაციაზე, ტიპზე, პაციენტს ასაკზე და ა.შ. თუ მოტეხილობა შეცილებული საჭიროება ფრაგმენტების ჩასწორება კონსერვატული ად ქირურგიული მეთოდით, ეს პროცედურები კეთდება ანალგეზიით და სედაციით.


სახლში მოვლა

მკურნალობის განმავლობაში პაციენტმა აუციულებლად უნდა დაიცვას ექიმის მიერ მითითებული რეკომენდაციები. დაუშვებელია არასათნადო ფიზიკური დატვირთვა, თაბაშირის ან სხვა საფიქსაციო საშუალების მოშვების შემთხვევაში საჭიროა მისი შეწორება ან გამოცვლა. მკურნალობის პროცესში მოტეხილობა უნდა გაკონტროლდეს რენტგენოლოგიურად, რათა მეორადი შეცილების შემთხვევაში მოხდეს დროული და ადეკვატური ჩარევა.

მოტეხილობის დროს მნიშნვნელოვანია:

  • ტკივილის კონტროლი
  • შეშუპების, კიდურის ფერის, პერიფერიული პულსაციის კონტროლი
  • დაზიანებული კიდური უნდა მოთავსდეს შემაღლებულ ადგილზე
  • ლოკალურად 24-72 სთ-ს განმავლობაში საჭიროა ლოკალური ჰიპოთერმიის პერიოდული აპლიკაცია.
  • მიყევით ექიმის რეკომენდაციას