ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

გულის უკმარისობა

გულის უკმარისობა ნიშნავს, რომ გულს არ შეუძლია მოამარაგოს ორგანიზმი  საკმარისი რაოდენობის სისხლით. მას ზოგჯერ გულის შეგუბებით უკმარისობას უწოდებენ.

 

გულის უკმარისობა არ ნიშნავს, რომ თქვენმა გულმა შეწყვიტა მუშაობა. მას უბრალოდ დახმარება სჭირდება, რომ უკეთესად იმუშაოს.

 

გულის უკმარისობა შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ყველაზე ხშირად გვხვდება ხანდაზმულ ადამიანებში. გრძელვადიანი მდგომარეობაა, რომელიც დროთა განმავლობაში  შეიძლება გაუარესდეს. როგორც წესი, მისი განკურნება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია სიმპტომების ადექვატური კონტროლი.

 

 

გულის უკმარისობის სიმპტომები


გულის უკმარისობის ძირითადი სიმპტომებია:

 

  • ქოშინი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ან მოსვენების დროს
  • დაღლილობის შეგრძნება
  • ფეხების და ტერფების შეშუპება

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აწუხებდეს:

  • ხველა
  • გულისცემის გახშირება
  • თავბრუსხვევა

 

სიმპტომები შეიძლება განვითარდეს სწრაფად (გულის მწვავე უკმარისობა) ან თანდათანობით რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში (გულის ქრონიკული უკმარისობა).

 

 

 როდის არის საჭირო სამედიცინო რჩევა?


მიმართეთ ექიმს, თუ გულის უკმარისობის მუდმივი, ან თანდათანობით გაუარესების სიმპტომები გაქვთ!

 

თუ გაქვთ მოულოდნელი, ან ძალიან მწვავე სიმპტომები, დარეკეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად, ან რაც შეიძლება სწრაფად მიდით უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში!


მთელი რიგი ტესტების გამოყენება შესაძლებელია იმისთვის, რომ გადავამოწმოთ როგორ მუშაობს თქვენი გული, მათ შორისაა სისხლის ანალიზები, ეკგ და ექოკარდიოგრაფია.

 

გულის უკმარისობის გამომწვევი მიზეზები


გულის უკმარისობა ხშირად არაერთი პრობლემის შედეგია, შესაძლოა სწორედ ამ პრობლემებმა ერთროულად იმოქმედოს გულის მუშაობაზე.

 

გულის უკმარისობის გამომწვევი ფაქტორები:

 

  • გულის კორონარული დაავადება - სადაც არტერიები, რომლებიც ამარაგებენ გულს, იკეტება ცხიმოვანი ნივთიერებებით (ათეროსკლეროზი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა.
  • მაღალი არტერიული წნევა - ამან შეიძლება ზედმეტი დატვირთვა მოახდინოს გულზე, რამაც დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობა.
  • კარდიომიოპათია
  • გულის რითმის პრობლემები (არითმიები), მაგალითად წინაგულების ფიბრილაცია
  • გულის სარქველების დაზიანება
  • თანდაყოლილი გულის დაავადება - თნდაყოლილი მანკები, რომლებიც გავლენას ახდენენ გულის ნორმალურ მუშაობაზე
  • ზოგჯერ ანემია, ზედმეტი ალკოჰოლის მიღება, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია ან ფილტვის ჰიპერტენზია შესაძლოა გახდეს გულის უკმარისობის გამომწვევი მიზეზი

 

როგორ ხდება მკურნალობა?


გულის უკმარისობის მკურნალობა, ჩვეულებრივ, მიზნად ისახავს სიმპტომების კონტროლს და მდგომარეობის სტაბილიზაციას.

 

ზოგადი მკურნალობა მოიცავს:

 

  • ცხოვრების წესის შეცვლა - ჯანსაღი დიეტა, რეგულარული ვარჯიში და მოწევის შეწყვეტა
  • მედიკამენტების მიღება
  • სპეციალური მოწყობილობები - ეს დაგეხმარებათ თქვენი გულის რითმის კონტროლში
  • ოპერაცია - მაგალითად, კორონარული შუნტირება ან გულის გადანერგვა

მკურნალობა, როგორც წესი, საჭიროა მთელი ცხოვრების განმავლობაში.

 

გულის უკმარისობის პროგნოზი


გულის უკმარისობა არის სერიოზული გრძელვადიანი მდგომარეობა, რომელიც, როგორც წესი, ნელ – ნელა უარესდება დროთა განმავლობაში. მას შეუძლია მკაცრად შეზღუდოს ადამიანის ჩვეული საქმიანობა და ხშირად საბოლოოდ სასიკვდილო შედეგი დადგეს. დაავადების პროგრესირება ინდივიდუალურია, უამრავი ადამიანი სტაბილური რჩება მრავალი წლის განმავლობაში, ზოგიერთ შემთხვევაში კი შეიძლება სწრაფად გაუარესდეს მდგომარეობა.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფს გულის დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 190 190