ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

შუნტირება

შუნტირება - აორტო კორონარული შუნტირება არის ქირურგიული პროცედურა, რომელიც გამოიყენება გულის კორონარული დაავადებისას.

პროცედურის დროს ხდება შევიწროებულ ან დათრომბილ არტერიებში სისხლის მიმოქცევის აღდგენა შემოვლითი გზით, რაც ხელს უწყობს გულის ჟანგბადით და საკვებით მომარაგებას.

 

შუნტირება  - რატომ კეთდება ეს ოპერაცია?

 

როგორც ყველა ორგანოს, გულსაც სჭირდება სისხლის მიწოდება. ეს ხორციელდება მარჯვენა და მარცხენა კორონარული არტერიებით. დროთა განმავლობაში ეს არტერიები ვიწროვდება და მათში გროვდება ცხიმოვანი დეპოზიტები, ანუ ფოლაქები. ამ პროცესს ეწოდება ათეროსკლეროზი, მოიხსენიებენ როგორც გულის კორონარულ დაავადებას. იგი ვითარდება ასაკის მატებასთან ერთად, მისი განვითარების რისკს ასევე ზრდის  სიგარეტის მოწევა, ჭარბი წონა და ცხიმოვანი საკვები.

 

გულის კორონარულმა დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც ვითარდება გულისთვის ჟანგბადით გაჯერებული სისხლის მიწოდების შემცირების შედეგად. გარკვეულ შემთხვევებში ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა - აორტო კორონარული შუნტირება, რათა მოხდეს კორონარულ არტერიებში სისხლის მიმოქცევის აღდგენა.


პროცედურა

 

შუნტირების დროს სხეულის სხვა ნაწილიდან იღებენ სისხლძარღვს- ძირითადად გულ-მკერდის არიდან, ფეხიდან ან მხრიდან - და აკერებენ კორონარული სისხლძარღვის შევიწროებული ან დახშული ადგილის ზედა და ქვედა ნაწილზე. ახალ სისხლძარღვს გრაფტი (შუნტი) ეწოდება. გრაფტების რაოდენობა დამოკიდებულია გულის კორონარული დაავადების სიმძიმეზე და სისხლძარღვების შევიწროვების ხარისხზე.

პროცედურა კეთდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, ოპერაციის დროს პაციენტს სძინავს. ძირითადად შუნტირება გრძელდება 4-5 საათი.

 

გამოჯანმრთელება

 

შუნტირების შემდეგ საავადმყოფოში დარჩენა საჭიროა მინიმუმ 7-10 დღის განმავლობაში. გამოჯანმრთელების პერიოდი ინდივიდუალურია.  სახლში დაბრუნებიდან ერთ დღეში შეგეძლებათ სკამზე დაჯდეთ,  3 დღის შემდეგ გაიაროთ, 5-6 დღის შემდეგ კი კიბეზე ახვიდეთ.

ნორმალური ცხოვრების სტილს შეძლებთ დაუბრუნდეთ 6 კვირის შემდეგ, იგულისხმება: მუშაობა, მანქანის ტარება და სექსუალური კავშირის ქონა. ადამიანთა უმრავლესობის სრული გამოჯანმრთელება 12 კვირის განმავლობაში ხდება.

 

შუნტირება - ქირურგიის რისკები

 

როგორც ყველა ტიპის ქირურგია, კორონარული შუნტირებაც შეიცავს გართულებების რისკს. მათი რაოდენობა საკმაოდ მსუბუქია და განკურნებადი, გართულებებში შედის არარეგულარული გულისცემა, ჭრილობის ინფექცია, ინსულტი და გულის შეტევა. 


ქირურგიის შემდეგ

 

კორონარული შუნტირების შემდეგ ბევრი ადამიანი გრძნობს სიმპტომების გაუმჯობესებას, ეხსნებათ მკერდის ტკივილი და სუნთქვის უკმარისობა, ამასთანავე მცირდება გულის შეტევის განვითარების რისკი. თუმცა მნიშნველოვანია გაანალიზოთ, რომ, თუ თქვენ არ შეიცვალეთ ცხოვრების სტილი, გადანერგილი სისხლძარღვები შესაძლოა ისევ შევიწროვდეს, ამიტომაც ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა შუნტირების ხელმეორედ ჩატარება, ან გადანერგილი სისხლძარღვის გაფართოება კორონარული ანგიოპლასტიკის მეშვეობით.

 

არსებობს ალტერნატივა?

 

გულის შუნტირების მთავარი ალტერნატივაა კორონარული ანგიოპლასტიკა. ეს არის ნაკლებად ინვაზიური ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება დაზიანებული უბნის აღდგენა სტენტის იმპლანტაციის გზით კორონარული ანგიოპლასტიკის შემდეგ გამოჯანმრთელება უფრო სწრაფად ხდება ვიდრე შუნტირების დროს, იგი არ არის რეკომენდირებული კორონარული არტერიების მრავლობითი შევიწროების შემთხვევაში.

 

 

პრეჰოსპიტალური შემოწმება


ქირურგიულ ოპერაციამდე თქვენ გაგაგზავნიან კლინიკაში, სადაც მოხდება თქვენი  წინასწარი გამოკლვლევა. კლინიკაში ჩაატარებენ ფიზიკალურ კვლევას და გკითხავან ჯამრთელობის ისტორიის შესახებ. ასევე გაგიკეთებენ რენტგენს, სისხლის ანალიზს, ელექტროკარდიოგრამას და ა.შ. ელექტროკარდიოგრამის დროს ელექტროდებს გამაგრებენ ხელებზე ფეხებზე და მკერდზე გულიდან წამოსული იმპულსების ჩასაწერად.

 

 თქვენ ასევე გკითხავენ:

  • იღებთ თუ არა რაიმე მედიკამენტს
  • გქონდათ თუ არა ადრე ანესთეზია გაკეთებული
  • ხართ თუ არა ალერგიული

 

გირჩევენ მოწევის შეწყვეტას, რადგან სიგარეტი ზრდის მკერდის ინფექციის განვითარების რისკს, აფერხებს ჭრილობის შეხორცებას და ზრდის სისხლში თრომბის ჩამოყალიბების რისკს.

 

რა ხდება კორონარული შუნტირებამდე?

 

სანამ ჩაგიტარდებათ კორონარული შუნტირება, ქირურგი გაგესაუბრებათ პროცედურის ყველა ასპექტზე.

ეს საშუალებას მოგცემთ დაუსვათ კითხვები და მიიღოთ სრული ინფორმაცია. ოპერაციამდე 6 საათით ადრე არ უნდა მიიღოთ საკვები და სასმელი, რადგან იგი ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ. შეიძლება სურვილის შემთხვევაში მიიღოთ მცირეოდენი წყალი, ოპერაციამდე 2 საათით ადრე.

 

ოპერაციის მსვლელობა

 

კორონარული შუნტირება ძირითადად გრძელდება 3-6 საათი.თუმცა ოპერაცია შეიძლება გახანგრძლივდეს, ეს დამოკიდებულია სისხლძარღვების რაოდენობაზე. სისხლძარღვის აღება ხდება ფეხიდან (საფენოუს ვენა), მკერდიდან  ან ხელიდან (სხივის არტერია).

 

გამოყენებადი სისხლძარღვების რაოდენობა დამოკიდებულია გულის კორონარულ დაავადებაზე. ბევრ ადამიანს სჭირდება 3-4 სისხლძარღვის გადანერგვა. შესაბამისად არის ტერმინი ორმაგი, სამმაგი ან ოთხმაგი შუნტირება.

 

ერთ-ერთი გრაფტირებული სისხლძარღვი ხშირად არის გულმკერდის შიდა არტერია. როდესაც ყველა გრაფტირებული სისხლძარღვი იქნება მზად, ქირურგი მკერდის შუა ნაწილზე გააკეთებს ჭრილობას და მკერდის ძვალს გაყოფს შუაზე, ამ გზით იგი მიაღწევს გულამდე.


ოპერაციის დროს სისხლი უერთდება გულის მექანიკურ აპარატს. შემდეგ გული დროებით გაჩერდება მკედიკამენტის დახმარებით, რის შემდეგაც დაიწყება უკვე სისხლძარღვების გადანერგვა. გრაფტის მიმაგრების შემდეგ, გულს ხელახლა აამუშავებენ ელექტრული შოკის დახმარებით. თქვენ სტერნუმი დაფიქსირდება მეტალური ძაფების საშუალებით, ბოლოს კი მოხდება კანის გაკერვა.

 

შუნტირება - ახალი ქირურგიული ტექნიკები


არაპამპირებული კორონარული შუნტირება -  ბევრი ქირურგი დღეს აკეთებს არაპამპირებულ კორონარულ შუნტირებას. რაც გულისხმობს შუნტირების ჩატარებას გულის გაჩერების და ხელოვნური სისხლის მიმოქცევის გარეშე.


ოპერაციის უპირატესობები:

 

  • ნაკლები დროა საჭირო, ვიდრე კლასიკური კორონარული შუნტირების დროს
  • ის ამცირებს სისხლდენის რისკს ქირურგიული ოპერაციის დროს
  • გართულებების (მაგალითად ინსულტი) განვითარების რისკი უფრო დაბალია
  • შედარებით ხანმოკლეა საავადმყოფოში დაყოვნების პერიოდი


„ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს გულის დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას. კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 2 190 190