რქოვანა და თვალის გარსის დაავადებები
რქოვანა და თვალის გარსის დაავადებები
რქოვანა თვალის გამჭვირვალე ნაწილია, რომელიც თვალის უმეტეს ნაწილს ოპტიკურ სიმძლავრეს ანიჭებს და ფარავს თვალის ფერად გარსს, გუგას და გარე საკანს. ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში დანერგილია რქოვანას და თვალის გარსის დაავადებების მკურნალობის ულტრათანამედროვე მეთოდები, მათ შორის კერატოკონუსის, თვალის შემაერთებელი გარსის და სკლერის დაავადებების მკურნალობა. ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში აგრეთვე ხელმისაწვდომია განსაკუთრებული ოფთალმოლოგიური სერვისები, როგორიც არის ხელოვნური და ბუნებრივი (დონორის) რქოვანას გადანერგვა. რქოვანას დამწვრობების სამკურნალოდ გამოიყენება კომპანია "ბოსტონ K-ს" უახლესი, ხელოვნურ რქოვანას ქირურგიული მასალა.
კერატოკუნუსის მკურნალობის პროცესში გამოყენებული სერვისები:
- ადრეული კერატოკონუსის დიაგნოსტიკა პენტაკამის (Oculus Pentacam) საშუალებით.
- კერატოკონუსის I და II სტადიის მკურნალობა რქოვანას ჯვარედინი შეკავშირებითა და შეღწევით ფემტო ლაზერის საშუალებით.
- კერატოკონუსის III და IV სტადიის მკურნალობა რქოვანას ტრანსპლანტაციით ბადურის დონორის საშუალებით (რქოვანას ტრანსპლანტანტი მიიღება ბალტიმორის, აშშ, ქსოვილთა ბანკიდან)
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 190 190