ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

თავის ტკივილი ბავშვებში

რა არის თავის ტკივილი?

თავის ტკივილი არის დისკომფორტის შეგრძნება თავის არეში შუბლიდან კეფამდე, რომელიც არ არის განპირობებული თავის დაზიანებით.


თავის ტკივილი ბავშვებში -  მიზეზები 
  • ვირუსული დაავადება - თავის ტკივილი დაკავშირებულია ცხელებასთან და როგორც წესი გრძელდება რამდენიმე დღე.
  • შიმშილით გამოწვეული თავის ტკივილი - ადამიანების 30% აღენიშნება თავის ტკივილი შიმშილის დროს. ის გაივლის საკვების მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში.
  • არასაშიში თავის ტკივილი როგორიცაა: ფიზიკური დატვირთვა, ჩასაბერ ინსტრუმენტზე დაკვრა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, ხველა, ცივი საკვების ან სასმელის მიღება.
  • თავის ტრავმა.
  • შუბლის წიაღის ინფექცია - ტკივილი აღინიშნება შუბლის არეში წარბების ზემოთ. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია ცხვირის გაჭედვა ან ცხვირიდან გამონადენი. იშვიათია 10 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან შუბლის წიაღი ჯერ არ არის განვითარებული. სხვა წიაღების ინფექცია იწვევს სახის არეში ტკივილს და არა თავის ტკივილს.
  • მენინგიტი - თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია კისრის დაჭიმულობა, ცხელება და ცნობიერების გაუარესება.

ხანგამოშვებითი თავის ტკივილის მიზეზები

  • დაძაბვის თავის ტკივილი - იძლევა თავის გარშემო მოჭერის შეგრძნებას, რასაც ხშირად თან სდევს კისრის კუნთების დაჭიმვა და ტკივილი. შეიძლება გამოწვეული იყოს ხანგრძლივად ფეხზე დგომით, კომპიუტერთან დიდ ხანს ჯდომით და კითხვით, სტრესით ან ნერვიულობით.
  • შაკიკი - ძალიან ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც ბავშვს არ აძლევს საშუალებას განახორციელოს ყოველდღიური აქტივობები. ხშირად ვითარდება ცალ მხარეს და იწყება მოულოდნელად. შაკიკით დაავადებული ადამიანების 80%-ს აღენიშნება გულისრევა და ღებინება. სინათლე და ხმაური აძლიერებს ტკივილს. ბავშვების უმეტესობას ურჩევნია იწვეს ბნელ და მშვიდ ოთახში. შაკიკი უხშირესად გენეტიკურად პირობადებულია.

ტკივილის სიმძიმე

  • მსუბუქი: ბავშვი გრძნობს და უჩივის თავის ტკივილს, მაგრამ ხელს არ უშლის ნორმალური აქტივობების განხორციელებაში. ძილი, თამაში და სკოლაში სიარული არ არის შეცვლილი.
  • ზომიერი: ტკივილი ხელს უშლის ბავშვს ზოგიერთი ჩვეული აქტივობების შესრულებაში. ბავშვმა შეიძლება გაიღვიძოს ტკივილის გამო.
  • ძლიერი: ძლიერი, გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც არ იძლევა ნორმალური აქტივობების განხორციელების საშუალებას.

თავის ტკივილი ბავშვებში - დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგ სიტუაციებში

  • ვერ აღვიძებთ ბავშვს ან ბავშვი კარგავს გონებას
  • ბავშვი მოქმედებს ან საუბრობს აბნეულად
  • გამოხატულია ხელის ან ფეხის სისუსტე ცალ მხარეს
  • ვერ დადის ან კარგავს წონასწორობას
  • აღენიშნება კისრის დაჭიმულობა და ვერ მიაქვს ნიკაპი მკერდთან
  • ძლიერი და მუდმივი ხასიათის თავის ტკივილი (ბავშვს დაკარგული აქვს რაიმეს კეთების უნარი)
  • შაკიკის ძლიერი შეტევა, რომელიც არ გაივლის შაკიკის მედიკამენტის მიღების და ძილის მიუხედავად
  • აღენიშნება ღებინება
  • მხედველობის გაუარესება ან გაორება
  • ფიქრობთ, რომ ბავშვს აქვს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა
  • თქვენი ბავშვი გამოიყურება ცუდად

თავის ტკივილი ბავშვებში - მიმართეთ ოჯახის ექიმს შემდეგ სიტუაციებში

  • თავის ტკივილი და ცხელება
  • შუბლის წიაღების ტკივილი
  • შეშუპება თვალის გარშემო
  • თავის ტკივილი სხვა სიმპტომების გარეშე გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს
  • სავარაუდო შაკიკი, მაგრამ არა დიაგნოსტირებული
  • ყელის ტკივილი გრძელდება 48 სთ-ზე მეტი
  • ნებისმიერი ხასიათის თავის ტკივილი გრძელდება 3 დღეზე მეტ ხანს
  • ხშირი თავის ტკივილი

როგორ მოვიქცეთ თავის ტკივილის დროს?

  • მსუბუქი თავის ტკივილის მართვა ხდება სახლის პირობებში.
  • მიეცით ტკივილგამაყუჩებელი საშუალება - პარაცეტამოლი ან იბუპროფენი.
  • ცხელების დროს განვითარებული თავის ტკივილის დროს საუკეთესო საშუალებაა ტემპერატურის დაწევა.
  • დაალევინეთ ხილის წვენი ან მიეცით საკვები თუ ბავშვი მშიერია, განსაკუთრებით თუ მან ბოლოს ჭამა 4 საათზე მეტი ხნის წინ.
  • დააწვინეთ მშვიდ გარემოში.
  • მოათავსეთ ცივ წყალში დასველებული საფენი შუბლზე 20 წუთის განმავლობაში.
  • დაუზილეთ კისრის დაჭიმული კუნთები.

როგორ მოვიქცეთ დაძაბვის თავის ტკივილის დროს?

  • ეცადეთ ბავშვს გადაატანინოთ ყურადღება საუბრით.
  • შეასვენეთ და მიეცით საშუალება მოდუნდეს თუ ის დაკავებულია მეცადინეობით.
  • აუხსენით სრულფასოვანი ძილის მნიშვნელობა.

როგორ მოვიქცეთ შაკიკის შეტევის დროს?

  • დარწმუნდით, რომ თავის ტკივილის შეტევა ისეთივე ინტენსივობისაა, როგორც ადრე.
  • მიეცით ბავშვს ექიმის მიერ დანიშნული შაკიკის საწინააღმდეგო პრეპარატი შეტევის დაწყებისთანავე, რაც შეიძლება მალე .
  • თუ მედიკამენტი დანიშნული არ ა რის, მიეცით იბუპროფენი რაც შეიძლება მალე. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ 6 საათის შემდეგ.
  • დააწვინეთ ბავშვი წყნარ და ბნელ ოთახში და ეცადეთ დაიძინოს.
  • დაალევინეთ დიდი რაოდენობით სითხე.
  • არ გამოატოვებინოთ კვება, მიეცით საკვები დროულად.
  • ეცადეთ ბავშვმა დაიძინოს დროულად.

რას უნდა ველოდოთ:

  • ტკივილი ჩვეულებრივ გაივლის 2-6 საათში
  • პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება 3-4 შაკიკის შეტევა წელიწადში

დაუკავშირდით თქვენს ექიმს თუ:

  • თავის ტკივილი უფრო ინტენსიურია ვიდრე წინა შეტევების დროს
  • თავის ტკივილი უფრო ხანგრძლივია ვიდრე წინა შეტევების დროს