ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ყბა-სახის ართროსკოპიული ქირურგია

ამიერკავკასიაში პირველად, ნიუ ჰოსპიტალსში ხელმისაწვდომია საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დიაგნოსტიკური და სამკურნალო ართროსკოპიული პროცედურები; ასევე, ართროცენტეზი (სახსრიდან სითხის ამოტუმბვა).

სამკურნალო ართროსკოპია

ართროსკოპიული პროცედურები ტარდება სახსრების დაზიანების ან პათოლოგიური ცვლილებების დროს. ასევე, კისტების და ანთებების, არსებობის შემთხვევაში. პროცედურების დროს კეთდება მცირე განაკვეთი და ქირურგი თანამედროვე აპარატურის საშუალებით - ვიდეოკამერით აღჭურვილი ართროსკოპით მუშაობს, რაც ოპერაციის მიმდინარეობაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა.

დიაგნოსტიკური ართროსკოპია

დიაგნოსტიკური პროცედურების დროს ართროსკოპიის საშუალებით ხდება სახსრების ენდოსკოპიური დათვალიერება და შესწავლა, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება დაზიანების გავრცელების შესწავლა და დიაგნოზის დადგენა.

სერვისები

დიაგნოსტიკური და სამკურნალო ართროსკოპიის საშუალებით შესაძლებელია ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორიც არის ქრონიკული და მწვავედ მიმდინარე ართრიტები, ართროზები, ე.წ. "ტკაცუნა სახსარი", საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მტკივნეული დისფუნქცია, ანკილოზი და სხვ.

ყბა-სახის ქირურგთა გუნდი

ყბა-სახის ქირურგიული პროცედურები ტარდება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ყბა-სახის ქირურგთა გუნდის მიერ, ბექა ბაკურაძის ხელმძღვანელობით. გუნდს პროფესიული გამოცდილება და განათლება მიღებული აქვს ავსტრიასა და აშშ-ში.