"> არითმიების ცენტრი - ნიუ ჰოსპიტალსი
ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

არითმიების ცენტრი

ნიუ ჰოსპიტალსის არითმიების ცენტრში ხელმისაწვდომია არითმიების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცედურები, რაც ულტრათანამედროვე აღჭურვილობითა და უახლესი სამედიცინო მიდგომებით ხორციელდება. ევროპული სტანდარტების მქონე, სრულყოფილად აღჭურვილ ელექტროფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში (საოპერაციოში) ტარდება ნებისმიერი სირთულის პროცედურა.

არითმიების ცენტრი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდით, რომელსაც არითმოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ზვიად მათოშვილი ხელმძღვანელობს. გუნდის მიერ ჩატარებულია 4000-ზე მეტი აბლაცია/იმპლანტაცია. ამიერკავკასიაში პირველი წინაგულთა ფიბრილაციის კრიო აბლაცია ჩატარებულია ზვიად მათოშვილის მიერ. გუნდი ყოველწლიურად ატარებს  500-ზე მეტ აბლაციას და 4000-მდე კონსულტაციას.

არითმიების ცენტრის სერვისებით სარგებლობა მიზანშეწონილია პაციენტებისთვის, რომელთაც აწუხებთ გულის უკმარისობა, შენელებული გულისცემა, გონების კარგვა, უეცარი კარდიული სიკვდილის მაღალი რისკი, გულისცემის აჩქარება, არითმია და სხვა კარდიოლოგიური დაავადებები.

სერვისები:

რთული არითმიების აბლაცია 3D ნავიგაციის სისტემით

  • პარკუჭოვანი ტაქიკარდიის აბლაცია
  • წინაგულოვანი ტაქიკარდიის აბლაცია
  • წინაგულთა ფიბრილაციის (მოციმციმე არითმიის) აბლაცია
  • ატიპიური წინაგულთა თრთოლვის აბლაცია

სტანდარტული არითმიების რადიოსიხშირული აბლაცია

  • სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის აბლაცია. მათ შორის:
  • მარჯვენამხრივი წინაგულოვანი ტაქიკარდიის აბლაცია
  • WPW სინდრომის აბლაცია
  • AVNRT კვანძოვანი რიენტრის აბლაცია
  • წინაგულთა ტიპიური თრთოლვის აბლაცია

კრიოაბლაცია

  • ატრიოვენტრიკულურ კვანძთან ახლოს მდებარე არითმიის კერების აბლაცია
  • ფილტვის ვენების იზოლაცია - მოციმციმე არითმიის აბლაცია

ნებისმიერი სირთულის იმპლანტაცია

  • პეისმეიკერების იმპლანტაცია შენელებული გულისცემის სამკურნალოდ
  • კარდიოვერტერ დეფიბრილატორიების იმპლანტაცია პარკუჭოვანი ტაქიკარდიის და უეცარი კარდიული სიკვდილის პრევენციისთვის
  • რესინქრონიზატორების (სამკამერიანი მოწყობილობების) იმპლანტაცია დისსინქრონიზმით გამოწვეული გულის უკმარისობის სამკურნალოდ
  • მარყუჟოვანი ჩამწერის იმპლანტაცია სინკოპეს და არითმიის იშვიათი ეპიზოდების დიაგნოსტიკისთვის