ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ნეფროლოგია

ნეფროლოგია არის მედიცინის დარგი თირკმლის დაავადებების შესახებ.
თირკმელები წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს, მათი ფუნქციაა:

  • სისხლის გაფილტვრა ცხოველქმედების ნარჩენი პროდუქტებისა და წყლისგან
  • ადამიანის ორგანიზმში სითხის შემცველობის დარეგულირება
  • ელექტროლიტების და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნება

თირკმელები გარდა ზემოთ აღნიშნული ფუნქციებისა, გამოიმუშავებს:

  • ჰორმონებს, რომლებიც აკონტროლებს არტერიულ წნევას
  • ჰორმონ ერითროპოეტინს, რომელიც მონაწილეობს ერითროციტების წარმოქმნაში

თირკმელების ფუნქციის დაქვეითება განაპირობებს  სისხლის შედედების სისტემის დარღვევას. ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგებით თირკმელების დაავადების მქონე პაციენტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც აიხსნება იმით, რომ დროულად არ ხდება ისეთი დაავადებების გამოვლენა, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონიისა და პროტეინურიის არსებობით, ასევე  მრავაფეროვანია სხვა დაავადებების ფონზე (კარდიოლოგიური, ჰემატოლოგიური, რევმატოლოგიური და სხვა) განვითარებული თირკმელების დაავადებები.

ნეფროლოგიურ დაავადებებს მიეკუთვნება:

  • შაქრიანი დიაბეტით და არტერიული ჰიპერტენზიით გამოწვეული თირკმელების დაზიანება
  • გლომერულური დაავადებები
  • სისხლძარღვოვანი დაავადებები
  • ტუბულო-ინტერსტიციული დაავადებები
  • ცისტური  დაავადებები
  • თირკმლის ტრანსპლანტანტის დაავადებები
  • თირკმელების უკმარისობა, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული

თირკმელების დაავადების მიმდინარეობა შეიძლება იყოს უსიმპტომო და ვლინდებოდეს შემთხვევით შარდის ანალიზის რუტინული გამოკვლევისას.


გორგლოვანი დაზიანებები შეიძლება მიმდინარეობდეს სხვადასხვა ხარისხის შეშუპებით, პროტეინურიით, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითებით ან დაქვეითების გარეშე. ტუბულო-ინტერსტიციული დაზიანება შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ ან საშარდე გზების სიმპტომებით (დიზურია-გახშირებული შარდვა, ნიქტურია -ღამის სათებში შარდის მომატებული გამოყოფა და სხვა).

თირკმელების უკმარისობისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • შეუძლოდ ყოფნის მუდმივი შეგრძნება
  • ადვილად დაღლა და ენერგიის ნაკლებობა
  • სუნთქვის  უკმარისობის შეგრძნება
  • გემოს გაუკუღმართება, უმადობა
  • ნიქტურია
  • გულისრევა
  • ქავილი
  • ლიბიდოს დაქვეითება
  • სხვადასხვა ხარისხის შეშუპებები

„ნიუ ჰოსპიტალს“-ში ფუნქციონირებს მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი დიაგნოსტიკური სერვისები, რაც მოიცავს ლაბორატორიულ (სისხლის და შარდის ანალიზები, მათ შორის სისხლის იმუნოლოგიური კვლევის სრული სპექტრი), ინსტრუმენტულ (ექოსკოპია,სისხლძარღვთა დუპლექსსკანირება, რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა) და ინვაზიურ (თირკმლის ბიოფსია,რომელსაც ნეფროლოგიურ დაავადების მართვაში გადამწყვეტი როლი აკისრია) გამოკვლევებს.


„ნიუ ჰოსპიტალს“-ში წარმოებს ნეფროლოგიური დაავადებების მაღალკვალიფიკაციური მართვა, რაც ითვალისწინებს დიაგნოსტიკის და მკურნალობის თითქმის სრულ სპექტრს, როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონალურ რეჟიმში. ფუნქციონირებს დიალიზის სერვისი, სადაც ტარდება თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა. ნეფროლოგიური დაავადების მართვა ხდება საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, რაც განპირობებულია სამედიცინო პერსონალის მუდმივი განვითარებითა და თანამედროვე მეთოდების დანერგვით. კლინიკას ემსახურება მაღალი კავალიფიკაციის მქონე ნეფროლოგთა გუნდი, რაც  პაციენტთა ჯანმრთელობის გარანტიაა.