ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

პულმონოლოგია

პულმონოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის და მკურნალობს ფილტვებისა და სასუნთქი სისტემის დაავადებებს.

სასუნთქი სისტემა

სასუნთქი სისტემა შედგება სამ ძირითადი ნაწილისგან, ესენია: სასუნთქი გზები, ფილტვები და სასუნთქი კუნთები.

 

სასუნთქი გზები მოიცავს:

  • ცხვირი
  • პირი
  • ყელი, იგივე ფარინქსი
  • მბგერავი აპარატი, იგივე ხორხი
  • სასუნთქი მილი,  იგივე ტრაქეა
  • ბრონქები, ანუ ფილტვებში გასასვლელი
  • ბრონქიოლები, ანუ კიდევ უფრო მცირე გასასვლელები ფილტვებში
  • ალვეოლები, ანუ ბრონქიოლის ბოლოში არსებული უწვრილესი ბუშტუკები

სუნთქვაში  მონაწილებს  რამდენიმე  კუნთი.  მათ შორის უპირველესად აღსანიშნავია  დიაფრაგმა. დანარჩენი შეგვიძლია  დავაჯგუფოთ:


ნეკნთაშუა კუნთები
- ეს არის კუნთების ჯგუფები, რომლებიც მდებარეობენ ნეკნებს შორის, ქმნიან გულმკერდის კედელს და უზრუნველოფენ მის მოძრაობას.  ნეკნთაშუა კუნთების საშუალებით ხდება სუნთქვის მექანიკური ასპექტის განხორციელება - გულმკერდის გაფართოება და ზომაში შემცირება.  

დამხმარე კუნთები - დამხმარე კუნთებს სუნთქვის აქტში მთავარი როლი არ უჭირავთ, მათ დამხმარის ფუნქცია აქვთ. მოსვენებულ მდგომარეობაში მათი აქტივობა ნორმალური სუნთქვის დარღვევის  ნიშანია.


ფილტვების ელასტიურობის გამო ამოსუნთქვა პასიური პროცესია. სწრაფი, ძლიერი  ამოსუნთქვის პროცესში მონაწილეობს ექსპირატორული  კუნთები, რომლებიც მოიცავს მუცლის კედელისა და ნაწილობრივად ნეკნთაშორის კუნთებს.

დაავადებები, რომლებსაც პულმონოლოგები ჩვეულებრივ მკურნალობენ, მოიცავს:

  • ასთმა
  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD), ემფიზემის ჩათვლით, რომელიც ფილტვებში ალვეოლის დაზიანების შედეგად ყალიბდება
  • ბრონქოექტაზია, მდგომარეობა, რომლის დროსაც მიმდინარეობს ანთება და  ლორწოს ჭარბი დაგროვება
  • მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, რომელიც ვითარდება ქვედა სასუნთქი გზების ანთებით
  • ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები, რომლებიც ხასიათდება მუდმივი ანთებითა და ნაწიბუროვანი ცვლილების ჩამოყალიბებით
  • ფილტვის პროფესიული  დაავადებები, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს სხვადასხვა მტვერის, ქიმიური ნივთიერებების და ცილების სუნთქვით
  • ობსტრუქციული ძილის აპნოე, რომელიც იწვევს თქვენი სუნთქვის შენელებას ან მთლიანად შეჩერებას ძილის დროს
  • ტუბერკულოზი - ინფექციური დაავადება, რომელიც უმეტესად  ფილტვებს აზიანებს