ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ანემია

რკინადეფიციტური ანემია

რკინადეფიციტური ანემიის დროს, მცირდება სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა და ზომა, ხდება ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება. რკინა გამოიყენება სისხლის წითელი უჯრედების შესაქმნელად, ეს უჯრედები კი ჟანბადით ამარაგებენ სხეულს. თუ წითელი უჯრედების რაოდენობა მცირეა, მაშინ ორგანოები ვერ მიიღებენ ჟანგბადის საკმარის რაოდენობას. არსებობს რამდენიმე ტიპის ანემია და ყველა მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია. ყველაზე ხშირია რკინადეფიციტური ანემია.

რკინადეფიციტური ანემიის სიმპტომები

ზოგ შემთხვევაში ასეთი ტიპის ანემიას აქვს გამოხატული სიმპტომების მცირე ნიშნები. სიმპტომების სიმძიმე დამოკიდებულია ანემიის განვითარების სისწრაფეზე. შესაძლოა სიმპტომები გამოვლინდეს მაშინვე ან გვიან, სიმპტომების გამოვლენა დამოკიდებულია ანემიის გამომწვევ მიზეზზე.

მისი ზოგადი სიმპტომებია:

  • დაღლილობა და ლეთარგია;
  • ქოშინი;
  • გულის ციმციმი (გულის ძგერის შეგრძნება);
  • ფერმკთალი სახე.

ნაკლებად ზოგადი სიმპტომები:

  • თავის ტკივილი;
  • ტინიტუსი (ყურში პერმანენტული ხმაური, რომელიც სხეულის შიგნიდან მოდის);
  • ქავილის სურვილი;
  • გლუვი ენა;
  • თმის ცვენა;
  • ყინულის, ფურცლის და წებოს ჭამის სურვილი(ცნობილია ეს როგორც პიკა);
  • ძნელად ყლაპვა (დისფაგია);
  • პირის კიდეებზე მტკივნეული წყლული;
  • კოვზის ფორმის ფრჩხილები.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ თქვენს პირად ექიმს, ის სისხლის ანალიზის ჩატარების შედეგად ადვილად დაგისვამთ რკინა დეფიციტური ანემიის დიაგნოზს.

რკინადეფიციტური ანემიის გამომწვევი მიზეზები

რკინადეფიციტური ანემიის დროს სხეულში არ არის საკმარისი რკინა, რაც იწვევს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითებას. სისხლის წითელ უჯრედებს სხეულში მიაქვთ ჟანგბადი.

რკინის ნაკლებობამ შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე ფაქტორით:

  • მენსტრუაცია ქალებში - რეპროდუქციული ასაკის ქალებში, მენსტრუაცია არის რკინის ნაკლებობის ყველაზე ხშირი მიზეზი. ძირითადად მძიმე მენსტრუაციის მქონე ქალებს უვითარდებათ რკინა დეფიციტური ანემია;
  • ფეხმძიმობა - რკინის დეფიციტის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია. ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება რკინის აბებით მკურნალობა და საკვებში მისი შემცველობის გაზრდა;
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა - ქრონიკული თირკმლის უკმარისობით დაავადებულ ადამიანებს ხშირად უვითარდებათ რკინადეფიციტური ანემია;
  • მიელოიდური დაავადება - ანემია შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიელოიდურ დაავადებასთან;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის სისხლდენა - კაცებში და ქალებში (მენოპაუზის შემდგომ) რკინადეფიციტური ანემიის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის სისხლდენა საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ძირითადად მისი შემჩნევა განავალში შეუძლებელია.

სისხლდენა შესაძლოა გამოწვეული იყოს:
არასტეროიდული ანტი-ანთებითი მედიკამენტები - შესაძლოა კუჭში გამოიწვიოს სისხლდენა, იბუპროფენის  და ასპირინის გამოყენებამ. თუ თქვენი ექიმი სისხლდენის გამომწვევ მიზეზად ვარაუდობს NSAIDs-ებს, ის აუცილებლად შეგიცვლით მათ ნაკლებად ტოქსიური მედიკამენტებით;
კუჭის წყლული - ზოგჯერ კუჭის მჟავა აზიანებს კუჭის გარსს და წარმოქმნის წყლულს. წყლულმა შესაძლოა გამოიწვიოს კუჭიდან სისხლდენა, რასაც ანემიამდე მივყავართ. სისხლდენამ შესაძლოა ასევე გამოიწვიოს ღებინება და განავლის ფერის შეცვლა;
საჭმლის მომნელებელი სისტემის კიბო - ნაწლავის ან კუჭის კიბომ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა;
ანგიოდისპლაზია - სისხლდენა საჭმლის მომნელებელი სისტემიდან შესაძლოა გამოწვეული იყოს ანგიოდისპლაზიით. ამ დროს ხდება არასწორი სისხლძარღვების წარმოქმნა სისტემაში, რაც იწვევს ანემიას.

რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოსტიკა

თუ გაქვთ ანემიის სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

სისხლის ტესტი - რკინა დეფიციტური ანემიის დიაგნოსტიკისთვის კეთდება სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის აღება ხდება ვენიდან.

თუ ანემია გაქვთ:

  • თქვენი ჰემოგლობინის დონე იქნება ნორმაზე დაბალი;
  • თქვენ გექნებათ მცირე რაოდენობის სისხლის წითელი უჯრედები;
  • სისხლის წითელი უჯრედები იქნება უფრო მკრთალი და დაპატარავებული.

ფერიტინის ტესტი - პროტეინი რომელიც ინახავს რკინას. თუ ფერიტინის დონე დაბალია, ეს ნიშნავს რკინის მარაგის სიმცირეს, რაც დაკავშირებულია რკინადეფიციტურ ანემიასთან. 

რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა

რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა ძირითადად მოიცავს რკინის შემცველი აბების მიღებას და საკვებში რკინის შემცველობის გაზრდას.

 

რკინის შემცველი აბები

რკინის შემცველი აბები ხშირად გვერდით ეფექტს იწვევენ, შესაბამისად აბების მიღება სასურველია ჭამის შემდეგ. თუ მედიკამენტი ზედმეტად ტოქსიკური აღმოჩნდება, რკინის აბების ნაცვლად დაინიშნება რკინის ინექციები.

 

რკინის აბების შენახვა

აუცილებელია წამლები შეინახოთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. რკინის მაღალი დოზები ბავშვებში იწვევენ სიკვდილიანობას.

 

სწორი კვება ანემიის დროს
მიიღეთ საკვები რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას:

  • მოშავო-მომწვანო ფოთლიანი ბოსტნეულობა;
  • რკინით მდიდარი ხორბალი;
  • ყავისფერი ბრინჯი;
  • ლობიო;
  • თხილი (მიწის თხილი);
  • ხორცი, თევზი და ტოფუ;
  • კვერცხი;
  • მშრალი ხილი:გარგარი, ქლიავი და ქიშმიში;
  • ასევე უნდა მიიღოთ საკვები რომელიც შეიცავს C ვიტამინს, იგი ორგანიზმს რკინის შეწოვაში ეხმარება.

არსებობს ისეთი საკვები ან სასმელი, რომელიც რკინის შეწოვას უშლის ხელს:

  • ყავა, ჩაი;
  • რძეში არსებული დიდი რაოდებით კალციუმი;
  • ანტაციდები და პროტონ ფამბის ინჰიბიტორები, რომლებიც ზოგჯერ მომნელებელი სისტემის მკურნალობისთვის გამოიყენება;
  • ხორბლეული - ისინი რკინის კარგი წყაროა, მაგრამ ამასთანავე შეიცავენ პიტიკის მჟავას, რომელიც ორგანიზმში რკინის შეწოვას აფერხებს.

თუ საკვების შერჩევა თქვენთვის რთული აღმოჩნდება, შეგიძლიათ კონსულტაცია გაიაროთ დიეტოლოგთან რომელიც საჭირო რაოდენობის და შემცველობის საკვების მიღებაში დაგეხმარებათ.


ანემიის გამომწვევი მიზეზის მკურნალობა
აუცილებელია გამომწვევი მიზეზის მკურნალობა, რათა თავიდან აიცილოთ განმეორებითი ანემია. მაგალითად თუ არასტეროიდული ანტი-ანთებით წამლები იწვევენ კუჭში სისხლდენას, ექიმი მათ შეცვლის სხვა ნაკლებ საზიანო მედიკამენტებით.

 

ანემია  - მონიტორინგი

პირადი ექიმი მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კიდევ ერთხელ დაგინიშნავთ კონსულტაციას და სისხლის ანალიზებს, რის შედეგადაც მოხდება რკინის მკურნალობის მონიტორინგი. თუ სისხლის ანალიზის შედეგი აჩვენებს მდგომარეობის გაუმჯობესებას, მკურნალობა გაგრძელდება, თუმცა ამჯერად ექიმთან კონსულტაცია 2 თვის შემდეგ ჩაინიშნება.

როდესაც ჰემოგლობინის და რკინის დონე სისხლში ნორმას მიაღწევს,  შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარება დაინიშნება მხოლოდ საჭიროებისამებრ.

 

თუ მკურნალობა არაეფექტურია

თუ მედიკამენტების სწორად მიღების შემთხვევაში სისხლში ჰემოგლობინის დონე არ აიწევს, ექიმი მოგცემთ კონსულტაციას დამატებითი კვლევებისთვის რათა გამორიცხული იქნას სხვა გამომწვევი მიზეზი.

 

რკინადეფიციტური ანემიის გართულებები

რკინადეფიციტური ანემია იშვიათად იწვევს სერიოზულ ან დიდხნიან გართულებებს, თუმცა ეს გართულებები უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ზოგადი გართლებებია:

  • დაღლილობა - რკინის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა, შედეგად თქვენი როგორც ფიზიკური ისე გონებრივი აქტიურობის დონე ქვეითდება;
  • ინფექციის შეძენის გაზრდილი რისკი - კვლევებმა აჩვენეს, რომ რკინა დეფიციტური ანემია აქვეითებს იმუნურ სისტემას, რაც დაინფიცირების რისკის ზრდის;
  • გულის და ფილტვის პრობლემები - მძიმე ანემიამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის და ფილტვის პრობლემები. გულის დაავდებებში იგულისხმება ტაქიკარდია და გულის უკმარისობა;
  • ორსულობის გართულებები - ორსულ ქალებში ანემიამ შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი გართულებები. როგორც ბავშვის დაბადებამდე ასევე მის შემდეგ, ამის შედეგად ვითარდება პოსტნატალური დეპრესია (მდგომარეობა რომელსაც ბავშვის დაბადების შემდეგ განიცდის დედა);
  • მოუსვენარი ფეხის სინდრომი - მოუსვენარი ფეხის სინდრომი შეიძლება რკინა დეფიციტურმა ანემიამ გამოიწვიოს.