ცხვირის წვეთების გავლენა ჯანმრთელობაზე
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ცხვირის სპრეიმ ან წვეთებმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ჩვეულებრივი გვერდითი მოვლენები
ცხვირის სპრეის ან წვეთების გვერდითი მოვლენები გვხვდება 100-დან 1-ზე მეტ ადამიანში.
გვერდითი მოვლენები შემდეგნაირია:
- უსიამოვნო გემო ან სუნი;
- სიმშრალის და/ან ტკივილის შეგრძნება ცხვირში, ცხვირიდან სისხლდენა;
- სიმშრალე და/ან ყელის ტკივილი, ხმის ჩახლეჩა;
- თავის ტკივილი.
თუ გვერდითი მოვლენები დიდი ხანი გრძელდება, აუცილებლად მიმართეთეთ ექიმს.
სერიოზული გვერდითი მოვლენები
სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათია. 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს აქვს სერიოზული გვერდითი მოვლენები ცხვირის სპრეის ან წვეთების გამოყენების შედეგად.
ვინაიდან წამლის ძალიან მცირე ნაწილი ხვდება დანარჩენ ორგანიზმში, სერიოზული გვერდითი ეფექტების რისკი დაბალია.
თუმცა, რისკი იზრდება, თუ გამოიყენებთ ცხვირის სპრეის ან წვეთებს მაღალი დოზებით რამდენიმე თვის განმავლობაში.
მიმართეთ ექიმს ან დაუყოვნებლივ დარეკეთ გადაუდებელი დახმარების სამსახურში თუ გექნებათ შემდეგი სიმპტომები:
- სუნთქვის პრობლემები;
- ცხვირის ლორწოვანის დაზიანება ან წყლულები ცხვირის შიგნით;
- მხედველობის დარღვევები, როგორიცაა ბუნდოვანი ხედვა ან დაბინდული თვალის ბროლი - ეს შეიძლება იყოს თვალებში წნევის მომატების ნიშნები (გლაუკომა) ან კატარაქტა.
თუ თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ ფლუტიკაზონის მაღალი დოზები, ან იღებთ სხვა სტეროიდულ პრეპარატებს ან აბებს სოკოვანი ინფექციების და აივ-ის სამკურნალოდ, შეიძლება გაგიჩნდეთ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის სიმპტომები.
სერიოზული ალერგიული რეაქცია
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რეაქცია იშვიათია, შესაძლებელია სერიოზული ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) გქონდეთ ცხვირის სპრეიზე ან წვეთებზე.
სიმპტომები შესაძლოა შემდეგნაირი იყოს:
- ტუჩების, პირის ღრუს, ყელის ან ენის უეცარ შეშუპება;
- სწრაფ ან გაძნელებულ სუნთქვა (შეიძლება გამოიწვიოს სტვენა ან დახრჩობის შეგრძნება);
- ყელში შებოჭილობის შეგრძნებას ან ყლაპვის გაძნელება;
- კანის, ენის ან ტუჩების გალურჯებას, გაფერმკრთალება ან გამუქება (თუ მუქი კანი გაქვთ, ეს შეიძლება შესამჩნევი იყოს ხელის გულებზე ან ტერფის ძირებზე);
- უეცარ დაბნეულობას, ძილიანობას ან თავბრუსხვევა;
- გონების დაკარგვას;
- ბავშვი ლეთარგიულია, მოდუნებულია ან არ რეაგირებს ისე, როგორც სჩვევია (თავი შეიძლება გვერდით, უკან ან წინ იხრებოდეს, ან ბავშვს არ შეეძლოს თავის დაჭერა ან თქვენს სახეზე ფოკუსირება).
ჩამოთვლილი სიმპტომები შესაძლოა მიუთითებდეს სერიოზულ ალერგიულ რეაქციაზე და საჭიროებს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას.