ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

პრედიაბეტი და გულსისხლძარღვთა დაავადებები

პრედიაბეტი არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში შაქრის დონე ნორმაზე მაღალია, მაგრამ არა საკმარისად მაღალი იმისთვის, რომ კლასიფიცირდეს, როგორც დიაბეტი. შაქრის მაღალმა დონემ შეიძლება გავლენა მოახდინოს თირკმელებსა და სისხლძარღვებზე, ამ დროს მაღალია გულის დაავადებების განვითარების რისკი.


პრედიაბეტი და გულსისხლძარღვთა დაავადებები

პრედიაბეტი დაკავშირებულია გულის დაავადებებისა და გულ-სისხლძარღვთა გართულებების გაზრდილ რისკთან. პრედიაბეტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს გულის ჯანმრთელობაზე შემდეგი მიზეზების გამო:

  • ინსულინრეზისტენტობა - პრედიაბეტის დროს სხეულის უჯრედები ნაკლებად რეაგირებენ ინსულინზე. ინსულინრეზისტენტობა დაკავშირებულია დისლიპიდემიასთან (სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მაღალ დონესთან), რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიების კედლებში მათი დაგროვება (ათეროსკლეროზი) და გაზარდოს გულის დაავადებების რისკი;
  • სისხლში შაქრის მაღალი დონე - მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტისგან განსხვავებით, შაქრის დონე პრედიაბეტის დროს არ არის ძალიან მაღალი, დაავადებამ დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების დაზიანება, რაც ზრდის გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებების განვითარების რისკს;
  • ჰიპერტენზია - პრედიაბეტი ხშირად ასოცირდება ჰიპერტენზიასთან (მაღალი წნევასთან), რომელიც გულის დაავადებებისა და ინსულტის გამომწვევი მთავარი რისკფაქტორია;
  • სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი - პრედიაბეტის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ ჭარბი წონა, განსაკუთრებით ახასიათებთ მუცლის სიმსუქნე, ასევე შეიძლება ჰქონდეთ მეტაბოლური სინდრომის სხვა მახასიათებლები (მაგალითად, მაღალი წნევა და ქოლესტერინის მაღალი დონე), რაც ზრდის გულის დაავადების რისკს;
  • ანთება - პრედიაბეტი ასოცირდება ორგანიზმში ქრონიკულ, დაბალი ინტენსივობის ანთებასთან, რამაც ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.

პრევენცია
პრედიაბეტის მქონე ადამიანებმა მნიშვნელოვანია თავიანთი მდგომარეობა მართონ ცხოვრების წესის ცვლილებებით, რაც მოიცავს:

  • ჯანსაღ კვებას - მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული. საკვები, რომელსაც აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი, რათა თავიდან აიცილოთ სისხლში შაქრის დონის შემდგომი მატება;
  • ვარჯიშს - ვარჯიში, ფიზიკური აქტივობა და წონის კონტროლი მნიშვნელოვანია გულის დაავადებების რისკის შესამცირებლად;
  • მოწევის შეწყვეტას;
  • არტერიული წნევისა და ქოლესტერინის დონის კონტროლს.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არა მხოლოდ ხელს უწყობს 2 ტიპის დიაბეტის გაჩენის პრევენციას ან შეფერხებას, არამედ ამცირებს გულის დაავადებისა და პრედიაბეტთან დაკავშირებული სხვა დაავადებების გართულებების რისკს.