"> ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი - ნიუ ჰოსპიტალსი
ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი

ნიუ ჰოსპიტალსის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი აღჭურვილია ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობისთვის, ასევე გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტით. ცენტრის თითოეული თანამშრომელი ორიენტირებულია საუკეთესო შედეგებზე და დიდი გამოცდილების გამოყენებით ცდილობენ ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, რომელიც უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურითა და სერვისების ხარისხით, პაციენტებს 24 საათის მანძილზე უწევს საუკეთესო პედიატრიულ მომსახურებას. ცენტრი დარგის წამყვანი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და მას ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის მრავალწლიანი გამოცდილების სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, დავით ციბაძე ხელმძღვანელობს. სრული პედიატრიული მომსახურების ფარგლებში, ცენტრში ფუნქციონირებს ბავშვთა კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის ცენტრი; ასევე, ბავშვთა ორთოპედიული, კარდიოლოგიური, ნეიროქირურგიული, ჰემატოლოგიური და ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულებები.

მომსახურეობის სფეროები: