ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

მრავლობითი მიელომა

მრავლობითი მიელომა, ძვლის ტვინის სიმსივნის ფორმაა.

ძვლის ტვინი -  ძვლის ცენტრში არსებული ღრუბლოვანი ქსოვილია და სხეულის სისხლის უჯრედებს წარმოქმნის. სიმსივნე ძვლის ტვინში არსებულ პლაზმურ უჯრედებზე(სისხლის უჯრედის ფორმა) ახდენს გავლენას, რომელიც იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვეულებრივ მიელომა სიმსივნის ფორმას არ იღებს, ხდება მიელომის უჯრედების დაყოფა და ძვლის ტვინში გავრცელება.

ხშირად მიელომა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ვრცელდება, იქ სადაც ძვლის ტვინია, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც. გავრცელების ადგილები შესაძლოა იყოს:

  • ხერხემლის ძვლები;
  • თავის ქალა;
  • მენჯის ძვალი;
  • ნეკნები;
  • მხრებისა და ბარძაყების მიმდებარე არეები;
  • ხანდახან ზედა და ქვედა კიდურები.

ადრეულ სტადიაზე, მიელომა შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და/ან ინიღბებოდეს სხვადასხვა დაავადების სიმპტომოკომპლექსით.

მრავლობითი მიელომას ძირითადი სიმპტომები

ძვლის ტკივილი

ტკივილი შესაძლოა ძვლის დაავადების სიმპტომი იყოს, რომელიც ხშირად მიელომის დროს ვითარდება. ყველაზე ხშირად წელი, ნეკნები  და ბარძაყები ზიანდება. ხშირად ტკივილი მუდმივია და მას ყრუ ტკივილის სახით აღწერენ, რომელიც მოძრაობის დროს უარესდება.

 

ძვლის მოტეხილობები

ყველაზე ხშირად ხერხემლისა და ნეკნების სპონტანური მოტეხილობა ვითარდება, რაც მიელომის მიზეზია. მოტეხილობები შესაძლოა უმნიშვნელო წნევის, დაზიანებისა და ზეწოლის გარეშეც განვითარდეს. ხერხემლის მოტეხილობებს ხერხემლის უბნების კოლაფსი ახასიათებს, რასაც ტკივილი და ხანდახან ზურგის ტვინის კომპრესია მოყვება.

 

დაღლილობა

მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებს ხშირად ხანგრძლივი, დამთრგუნველი დაღლილობა ახასიათებთ, რაც შესაძლოა ძირითადი დაავადების  ან მისი გართულებების შედეგი იყოს.

 

ანემია

ანემია სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობაა. ანემია შესაძლოა მიელომით ან მისი მკურნალობის გვერდითი ეფექტით იყოს გამოწვეული.

 

დაქვეითებული იმუნიტეტი

მიელომის მქონე ადამიანები ინფექციის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. ეს გამოწვეულია იმით, რომ დაავადება  იმუნურ სისტემაზე ახდენს გავლენას (ორგანიზმის ინფექციებისა და ავადმყოფობებისგან დამცავი ბუნებრივი სისტემა).

 

თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა (სისხლის შემადედებელი უჯრედები)

სისხლჩაქცევები  და სისხლდენა მიელომის მქონე პაციენტებში ხშირად ვითარდება, რადგან ძვლის ტვინში არსებული პლაზმური უჯრედები გამრავლების დროს  (მიელომის სიმსივნური უჯრედები) ხელს უშლიან ძვლის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

ჰიპერკალცემია

ჰიპერკალცემია მდგომარეობაა, რომლის დროსაც სისხლში კალციუმის შემცველობა ძალიან მაღალია. ის შესაძლოა მიელომის მქონე პაციენტებში განვითარდეს, რადგან ძვლის დაავადება დაზიანებული ძვლებიდან დიდი რაოდენიბით კალციუმის გამოთავისუფლებას იწვევს.

 

თირკმლის დაზიანება

თირკმლის დაზიანება შესაძლოა მიელომის მქონე ადამიანებში სხვადასხვა მიზეზის გამო განვითარდეს. მიელომური უჯრედების მიერ წარმოქმნილმა ანომალურმა ცილამ შესაძლოა თირკმლების დაზიანებასთან ერთად სხვა გართულებების განვითარება, მაგალითად ჰიპერკალცემია და დეჰიდრატაცია გამოიწვიოს.

რა იწვევს მრავლობით მიელომას?

ძვლის ტვინში მდებარე პლაზმური უჯრედების ავთვისებიანად გადაქცევის მიზეზი უცნობია, თუმცა კვლევებით დგინდება, რომ მრავლობითი მიელომის განვითარების შანსი შესაძლოა რამდენიმე ფაქტორმა გაზარდოს. ეს ფაქტორები მოიცავს:

  • მიელომის ოჯახური ისტორია;
  • იმუნოსუპრესანტების, შიდსის ან აივის გამო დაქვეითებული იმუნური სისტემა;
  • ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე და ა.შ.

როდის მივმართოთ ექიმს?

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, შემდეგი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში:

  • აუხსნელი დაღლილობა, რომელიც 2 კვირაზე დიდხანს გრძელდება;
  • სისხლის საერთო ანალიზის კონტროლისას გაქვთ ცვლილებები;
  • ძვლის ხანგრძლივი, აუხსნელი ტკივილი, განსაკუთრებით ნეკნებში ან წელის ქვედა ნაწილში, რომელიც არ ექვემდებარება სიმპტომურ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს;
  • წონაში აუხსნელი კლება;
  • სიარულის და/ან გადაადგილების უნარის შეზღუდვა;
  • შარდის შემცირება;
  • სისუსტე, მგრძნობელობის დაქვეითება ან კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება;
  • შარდის ან განავლის შეუკავებლობა და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შესაძლოა ეს სიმპტომები მრავლობითი მიელომით არ იყოს  გამოწვეული, მათი გამოკვლევა აუცილებლად ექიმის მიერ უნდა მოხდეს.

მრავლობითი მიელომის დიაგნოსტიკა

სისხლის ანალიზები

სისხლის ანალიზების გაკეთება მრავლობითი მიელომის დიაგნოზის დასმაში გეხმარებათ.

ერითროციტების დალექვის სიჩქარის, ე.წ. ედსის /erythrocyte sedimentation rate (ESR) ან საერთო ცილის და კრეატინინის დონის მატება;

 

შარდის ანალიზები

შეგიძლიათ შარდის ანალიზი ანომალური სიმსივნური უჯრედების მიერ წარმოქმნილი ცილების არსებობაზე შეამოწმოთ. ანომალურ ცილებს მონოკლონური მსუბუქი ჯაჭვები ჰქვიათ და  მათ ბენს - ჯონსის ცილას უწოდებენ.

 

რენტგენი და სხვა გამოკვლევები

ძვლის ტვინში დიდი რაოდენობით წარმოქმნილ პლაზმურ უჯრედებს ძვლების გარეთა შრის დაზიანება შეუძლიათ. დიაგნოსტიკისთვის ტარდება თავის ქალის, ხერხემლისა და მენჯის რენტგენოლოგიური კვლევა. ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს ისეთი კვლევები როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია და ბირთვულ-რეზონანსული გამოკვლვევა, ასევე  -  PET-CT;

 

ძვლის ტვინის გამოკვლევა

ჩვეულებრივ ძვლის ტვინის გამოკვლევა მრავლობითი მიელომას დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება. ნემსის საშუალებით, მკერდის და/ან მენჯის ძვლიდან, ძვლის ტვინის მცირე ნიმუშს იღებენ (ბიოფსია). შემდეგ კი ძვლის ტვინის ნიმუშს (აღებულ მასალას) ლაბორატორიაში სიმსივნური პლაზმური უჯრედების არსებობაზე ამოწმებენ.  ბიოფსია ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების გამოყენებით კეთდება.

მრავლობითი მიელომას მკურნალობა

თუ მრავლობითი მიელომა გაქვთ, თქვენს ჯანმრთელობაზე მედიკოსი პროფესიონალების გუნდი იზრუნებს, რომელსაც მიელომას მკურნალობაში სპეციალიზებული ექიმი ჰემატოლოგი გაუძღვება. მდგომარეობას შესაბამისი სამედიცინო ჯგუფი განიხილავს და რეკომენდაციას იმ მკურნალობას გაუწევს, რომელიც მათი აზრით საუკეთესო იქნება.

მრავლობითი მიელომას მკურნალობისას 2 მთავარი მიზანი არსებობს, ესენია:

  • მიელომის საწინააღმდეგო სხვადასხვა მკურნალობის კომბინაციების მიერ მიელომის გაკონტროლება, რაც ძვლის ტვინიდან სიმსივნურ უჯრედებს მოაშორებს;
  • მიელომასთან დაკავშირებული სიმპტომების მკურნალობა, მაგალითად ანემია, ძვლის ტკივილი, შარდვის შემცირება და ა.შ.

მიელომას მკურნალობა

მიუხედავად იმისა, რომ მიელომას მკურნალობა შესაძლებელია, დღესდღეობით ეს პათოლოგია სრულად მაინც არ იკურნება, შესაძლებელია ხანგრძლივი რემისიის მიღწევა; რის შედეგადაც თქვენ დაუბრუდებით ცხოვრების ნორმალურ რიტმს; სიმსივნის რეციდივის, ანუ დაავადების გამწვავების  დროს დამატებითი მკურნალობის ჩატარება ყოველთვის საჭიროა.

არ არსებობს კონკრეტული ასაკი, რომლის დროსაც ინტენსიურ ან არაინტენსიურ მკურნალობას ჩაატარებენ, ჩვეულებრივ ამ გადაწყვეტილების მიღება ინდივიდის ბიოლოგიური ასაკის, დაავადების გავრცელების, მიმდინარეობის  მიხედვით ხდება ექიმ - ჰემატოლოგთა მიერ,  ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტი ინდივიდუალურად ირჩევა;


მიელომის მკურნალობის ერთ-ერთ ეტაპი ღეროვანი უჯრედების აუტოლოგიური ტრანსპლანტაციაა, რომლის დროსაც ხდება პაციენტის მომზადება, მისი ძვლის ტვინის სტიმულირება, შეგროვება, გაყინვა და შესაბამის დროს, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის შემდეგ დამზადებული ღეროვანი უჯრედების გადასხმა.

 

სტეროიდები

სტეროიდული მედიკამენტები ადამიანის ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ჰორმონის ფორმაა. მიელომის სამკურნალოდ ხშირად გამოყენებული სტეროიდები დექსამეტაზონი და პრედნიზოლონია. სტეროიდები პლაზმის სიმსივნურ უჯრედებს ხოცავენ, რომლებიც ძვლის ტვინში ვითარდება. სტეროიდების მიღება პერორალურად (დასალევი აბები)ხდება და  მას საუზმობისას ან  საკვების მიღების შემდეგ სვამენ.

 

ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპია მიელომის უჯრედების პირდაპირ განადგურებას მოიცავს. აღნიშნულ პრეპარატებს პაციენტები კარგად იტანენ და მათი გვერდითი ეფექტებიც მსუბუქია. მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად განვითარებადი გვედითი ეფექტების შესახებ დროულად მიმართოთ თქვენს ექიმს.


ინტენსიური მკურნალობა

ინტენსიური მკურნალობა დიდი რაოდენობის მქონე მიელომური უჯრედების დასახოცად ქიმიოთერაპიის მაღალი დოზებით გამოყენებას მოიცავს, რაც რემისიას უფრო ახანგრძლივებს, აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია კი შედეგის გამყარებას უწყობს ხელს, რის შემდეგაც პაციენტი  დაცვითი თერაპიის სახით სპეციალურ მედიკამენტს იღებს.