ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ინტერვენციული რადიოლოგია

რა არის ინტერვენციული რადიოლოგია?

ინტერვენციული რადიოლოგია გულისხმობს მინიმალურად ინვაზიურ (ჭრილობის გარეშე) სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მანიპულაციებს ქირურგიული ჩარევის გარეშე. სადიაგნოსტიკო მანიპულაციები გულისხმობს სხვადასხვა ორგანოების, წარმონაქმნებისა და ქსოვილის ბიოფსიას. ხოლო სამკურნალო პროცედურები მოიცავს ასევე სხვადასხვა სტრუქტურისა და ქსოვილის მქონე ორგანოების აბსცესების, კისტებისა და სანაღვლე გზების დრენირებას, ასევე ტრანსარტერიულ ემბოლიზაციას, აბლაციასა და სტენტირებას.

რა ტექნოლოგიები გამოიყენება ინტერვენციული რადიოლოგიისთვის?

ინტერვენციული რადიოლოგიის პროცედურებისთვის გამოიყენება შემდეგი რადიოლოგიური ტექნოლოგიები:

  • კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)
  • ულტრაბგერითი კვლევა
  • რენტგენოგრაფია
  • კომბინირებული ტექნოლოგები

რა სისტემების დიაგნოსტიკა და მკურნალობა არის შესაძლებელი ინტერვენციული რადიოლოგიის გამოყენებით?

  • მუცლის ღრუ (ღვიძლი, სანაღვლე გზები, პანკრეასი, ელენთა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი)
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემა
  • სასუნთქი სისტემა
  • საშარდე სისტემა
  • ქალის რეპროდუქციული სისტემა
  • ძუძუ
  • ფარისებრი ჯირკვალი
  • სანერწყვე ჯირკვლები
  • ლიმფური კვანძები
  • რბილი ქსოვილები
  • ძვლები
  • ონკოლოგი

სერვისები სისტემის მიხედვით

ღვიძლი, სანაღვლე გზები, პანკრეასი, ელენთა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი

სადიაგნოსტიკო პროცედურები

  • ღვიძლის, პანკრეასის, ელენთის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ლიმფური კვანძების ბიოფსია
  • სანაღვლე გზების და პანკრეასის სადინრის ენდოლუმინური (ღრუსშიდა) ბიოფსია პერკუტანული დრენირების შემდეგ 

სამკურნალო პროცედურები

  • ქოლეცისტოსტომია, ქოლანგიოსტომია (ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების დრენირება), პანკრეასის სადინრის დრენირება
  • სანაღვლე გზებისა და პანკრეასის სადინრის კენჭების ევაკუაცია - ბალონით ასისტირებული პერკუტანული დაღმავალი ლითოლაპაქსია
  • სანაღვლე გზების და პანკრეასის სადინრის კეთილთვისებიანი ბლოკის რეკანალიზაცია ბალონური დილატაციით და სტენტირებით
  • თორმეტგოჯა ნაწლავის სტენტირება
  • ღვიძლის, პანკრეასის, ელენთის პათოლოგიური სითხური კოლექციების (უბრალო და პარაზიტული ცისტა, აბსცესი, ფსევდოცისტა, ჰემატომა, ბილომა, სერომა, ლიმფოცელე) დრენირება
  • ვისცერული არტერიების ემბოლიზაცია მარყუჟით
  • ვისცერული არტერიების სტენტირება
  • თრომბოლიზისი მუცლის ღრუში
  • ასციტური სითხის დრენირება

ონკოლოგია

სადიაგნოსტიკო პროცედურები

  • ნებისმიერი ლოკალიზაციის და ორგანოს სიმსივნური წარმონაქმნის ბიოფსია რადიოლოგიური კონტროლით

სამკურნალო პროცედურები

  • სადინრების (სანაღვლე გზები, პანკრეასის სადინარი) და თირკმლის მენჯის დრენირება ონკოლოგიური გენეზის ბლოკის დროს
  • სანაღვლე გზებისა და პანკრეასის სადინრის ინოპერაბილური ავთვისებიანი ბლოკის რეკანალიზაცია აბლაციითა და სტენტირებით
  • ღვიძლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი (პირველადი და მეორადი) სიმსივნეების ტრანსარტერიული ემბოლიზაცია და ქემოემბოლიზაცია
  • ღვიძლის, თირკმლის, ფილტვის წარმონაქმნთა თერმული (რადიოსიხშირული და მიკროტალღური) აბლაცია
  • კარის ვენის სიმსივნური თრომბის რეკანალიზაცია აბლაცია-სტენტირებით
  • კარის ვენის ემბოლიზაცია ღვიძლის წილის რეზექციის წინ
  • სარძევე ჯირკვლის, ფარისებრი ჯირკვლის და ძვლოვანი სისტემის სიმსივნეთა თერმული (რადიოსიხშირული და მიკროტალღური) აბლაცია

მცირე ნაწილები ( ძუძუ, ფარისებრი ჯირკვალი, სანერწყვე ჯირკვლები, ლიმფური კვანძები, რბილი ქსოვილები, ძვლები)

სადიაგნოსტიკო პროცედურები

  • ბიოფსია რადიოლოგიური კონტროლით

სამკურნალო პროცედურები

  • ფარისებრი ჯირკვლის კვანძების სკლეროთერაპია და თერმული დესტრუქცია

საშარდე სისტემა

სადიაგნოსტიკო პროცედურები

  • თირკმლის და პროსტატის ბიოფსია

სამკურნალო პროცედურები

  • ნეფროსტომია (თირკმლის დილატირებული მენჯის დრენირება)
  • შარდსაწვეთის კენჭის ბალონით ასისტირებული პერკუტანული დაღმავალი ლითოლაპაქსია
  • შარდსაწვეთის ანტეგრადული (პერკუტანული) სტენტირება
  • პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომა) ტრანსარტერიული ემბოლიზაცია

გულ-სისხლძარღვთა სისტემა 

სადიაგნოსტიკო პროცედურები

  • გულის, პერიკარდიუმის ბიოფსია

სამკურნალო პროცედურები

  • პერიკარდიუმის დრენირება გულის ტამპონადის პრევენციის მიზნით

ქალის რეპროდუქციული სისტემა

სადიაგნოსტიკო პროცედურები

  • საშვილოსნოს, დანამატების და მცირე მენჯის ლიმფური პაკეტის ბიოფსია აბდომინური და ვაგინური მიდგომით

სამკურნალო პროცედურები

  • საკვერცხის ცისტის ასპირაცია/დრენირება აბდომინური და ვაგინური მიდგომით
  • ტუბოოვარიული აბსცესის, პოსტოპერაციული ლიმფოცელეს დრენირება აბდომინური და ვაგინური მიდგომით
  • საშვილოსნოს მიომური კვანძის ტრანსარტერიული ემბოლიზაცია

სასუნთქი სისტემა

სადიაგნოსტიკო პროცედურები

  • გულმკერდის (ფილტვი, შუასაყარი, რბილი ქსოვილები, ძვალი) ბიოფსია

სამკურნალო პროცედურები

  • შუასაყარის და ფილტვის აბსცესის დრენირება
  • ფილტვის წარმონაქმნების თერმული (რადიოსიხშირული და მიკროტალღური) აბლაცია