ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

შინაგანი მედიცინა

"ნიუ ჰოსპიტალსის" შინაგანი მედიცინის ცენტრში დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სერვისების სრული სპექტრია ხელმისაწვდომი. გამოცდილი ექიმები ყოველთვის მზად არიან იზრუნონ პაციენტების ჯანმრთელობაზე და უზრუნველყონ მწვავე დაავადებების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მომსახურებები.

 

მომსახურების სფეროები


ფილტვების, კუჭნაწლავის, თირკმლების, ძვალ-სახსროვანი სისტემის, ალერგიული, სისხლისა და ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა როგორც სტაციონარულ პირობებში, ასევე,  გაწერის შემდგომი მეთვალყურეობა და ამბულატორიული კონსულტაციები.


ჩვენი მიზანია თქვენთვის უზრუნველვყოთ:

 

  • მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება
  • ინდივიდუალური მკურნალობის სქემა
  • სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ჩართულობა საჭიროების მიხედვით
  • თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჩართულობა დაგეგმილი მკურნალობის პროცესში
  • სტაციონარიდან გაწერის უსაფრთხო და დროული პროცედურა

 

სადიაგნოსტიკო სერვისები


ჰოსპიტალიზაციის პირველი დღეების განმავლობაში ტარდება სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები, საჭიროების მიხედვით:

  • ლაბორატორიული კვლევები
  • ულტრასონოგრაფია
  • კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)
  • ფილტვების ფუნქციური ტესტი
  • ძვლის სიმკვრივის კვლევა -  დენსიტომეტრია
  • ელექტროკარდიოგრაფია და ექოკარდიოგრაფია
  • ბიოფსიები და პუნქციები - მიღებული მასალის კვლევა
  • ბრონქოსკოპია
  • გასტრო-დუოდენოსკოპია
  • კოლონოსკოპია

კონსერვატული მკურნალობა


ყველა პაციენტის მდგომარეობა განიხილება ინდივიდუალურად, პაციენტის კლინიკური და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული მონაცემების შეფასების საფუძველზე. საჭიროების მიხედვით, მკურნალობის პროცესში ერთვებიან სხვადასხვა დარგის ვიწრო სპეციალისტები, მათთან ერთად ტარდება გაერთიანებული შემოვლა და კონსილიუმები, რაც საშუალებას იძლევა ერთ სივრცეში მოხდეს სხვადასხვა დაავადებების მქონე პაციენტის მულტიდისციპლინური მართვა. მკურნალობის ეფექტურობის შეფასება ხდება განმეორებითი კვლევების შედეგებისა და პაციენტის ობიექტური მდგომარეობის გათვალისწინებით.


შინაგანი მედიცინა მოიცავს შემდეგი დაავადებების მკურნალობას:

 

  • მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი
  • მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი
  • ღვიძლის ციროზი
  • ყლაპვის გაძნელება
  • მედიკამენტოზური და ინფექციებით გამოწვეული საყლაპავის დაზიანებები
  • გასტრიტები
  • კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები
  • დიარეა
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  • ნაწლავების ანთება
  • ნაწლავური სისხლდენა
  • სიყვითლე
  • ქრონიკული ბრონქიტი
  • ასთმა
  • პნევმონიები (ვირუსული და ბაქტერიული)
  • პლევრის დაავადებები
  • კონტაქტური დერმატიტი
  • ანემიები
  • ამილოიოდიზი (ცილოვანი ცვლის მოშლა)
  • ელერს-დანლოს სინდრომი
  • ფიბრომიალგია
  • პოდაგრა
  • ოსტეო-ართრიტი
  • რეიტერის სინდრომი
  • რევმატიული ცხელება
  • რევმატოიდული ართრიტი
  • სარკოიდოზი
  • სკლეროდერმა
  • სიორგენის სინდრომი
  • მგლურა - სისტემური ერითემატოზი
  • მწვავე გლომერულონეფრიტი
  • მწვავე პიელონეფრიტი
  • ნეფროზული სინდრომი  (ცილის გაძლიერებული კარგვა შარდით)
  • თირკმლების მწვავე უკმარისობა
  • ცხელება
  • სისტემური ანთების სინდრომი

 

სტაციონარიდან გაწერა და შემდგომი მეთვალყურეობა


პაციენტი კლინიკიდან ეწერება დანიშნულებით და კონკრეტული სამოქმედო გეგმით, რომელსაც პაციენტი გააგრძელებს მკურნალი ექიმის ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ.