გინეკოლოგია
„ნიუ ჰოსპიტალსის“ გამოცდილ სპეციალისტთა გუნდი ზრუნავს ქალის ცხოვრების ყველა ეტაპზე, როგორც თერაპიული, ასევე ქირურგიული გინეკოლოგიის მიმართულებით. თითოეულ პაციენტს უტარდება ინდივიდუალური მკურნალობა და იმ შემთხვევებში, როდესაც თერაპიული მკურნალობა არასაკმარისია, გამოიყენება ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკის, ქირურგიული ოპერაციებისა და საშვილოსნოს ყელის პროცედურების ულტრათანამედროვე მეთოდები.
მომსახურეობის სფეროები
- ოჯახის დაგეგმვა
- ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკა და ქირურგია
- მიკროქირურგია
- ინფექციური დაავადებების მკურნალობა
- ონკო-გინეკოლოგია
- ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია
დიაგნოსტიკა
სადიაგნოსტიკო სერვისები ტარდება უახლესი სამედიცინო აპარატურის გამოყენებით. დიაგნოსტირების შემდეგ პაციენტებს ენიშნებათ ინდივიდუალური, სპეციალიზებული მკურნალობა, რომელიც აძლევს მათ შესაძლებლობას თავიდან აიცილონ დაავადება და შეინარჩუნონ ჯანმრთელობა.
- დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია
- საშვილოსნოს გაფართოება და აწევა
- ჰისტერო-სალპინოგრაფია
- საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა
- სონოჰისტეროგრაფია
- საშვილოსნოს ექოსკოპია
- HCG ტესტი (ორსულობის დადგენა)
- სამეანო ექოსკოპია
- პროგესტერონის ტესტი
მკურნალობა
სამკურნალო პროცედურები უახლესი მეთოდებითა და ულტრათანამედროვე აპარატურის გამოყენებით ტარდება მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ.
- პერიოდული პროფილაქტიკური ვიზიტები
- კონტრაცეპტული ტექნოლოგიები - ჰორმონული, სპირალური და ქირურგიული
- მენსტრუაციის წინა სინდრომის (PMS) მართვა
- მენოპაუზის მართვა
- ადენომიოზის მკურნალობა
- საშვილოსნოს ყელის ლაპარასკოპიული პროცედურები
- საშვილოსნოს ყელის ანთების მკურნალობა
- საშვილოსნოს პოლიპები
- საშვილოსნოს გაფართოება
- ორმაგი საშვილოსნო
- ფიბროიდული კვანძების და საკვერცხეების კისტების მოცილება
- საკვერცხეებისა და ფალოპის მილების ბიოფსია
- ენდომეტრიული ჰიპერპლაზია
- ტრანს-ვაგინალური პუნქცია
- ვაგინიდან უცხო სხეულის მოცილება
- ვაგინალური სისხლდენა
- ვაგინალური პლასტიკა
- ვაგინალური ინფექციების (მწვავე ვაგინიტების) მკურნალობა
- შარდის შეუკავებლობა
- სქესობრივი ფუნქციის შეფასება
- ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა)
- რეკონსტრუქციული ოპერაციები