ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ონკოლოგიის ცენტრი

“ნიუ ჰოსპიტალსის” ონკოლოგიის ცენტრში ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა ხორციელდება საერთაშორისო გაიდლაინებით. ონკოლოგიის ცენტრში პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია უახლეს კვლევებზე დაფუძნებული ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის სრული სპექტრი, როგორც ტრადიციული, ასევე ექსპერიმენტული მეთოდებით.

 

  • ქიმიოთერაპია
  • იმუნოთერაპია
  • ბიოლოგიური თერაპია
  • მიზნობრივი მედიკამენტური თერაპია
  • ჰორმონალური თერაპია
  • ექსპერიმენტული თერაპიები
  • სხვა სისტემური მკურნალობა

ონკოლოგიის ცენტრის ექიმებს ყველა სახის ონკოლოგიური დაავადების დიაგნოსიტრებისა და მკურნალობის მრავალწლიანი, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული გამოცდილება გააჩნიათ. მათ შორის:

 

  • თავის ტვინის სიმსივნეები
  • თავისა და ყელის კიბო
  • ძუძუს კიბო
  • ფილტვის კიბო
  • ღვიძლის კიბო
  • სანაღვლე გზების კიბო
  • პანკრეასის კიბო
  • თირკმლის კიბო
  • მსხვილი ნაწლავის კიბო
  • სწორი ნაწლავის კიბო
  • საკვერცხის კიბო
  • სხვა გინეკოლოგიური სიმსივნეები
  • პროსტატის კიბო
  • სარკომები
  • მელანომა
  • კანის არამენალონომური კიბო
  • ფარისებრი ჯირკვლის კიბო
  • ნეიროენდოკრინული სიმსივნეები
  • ლიმფომა


ცენტრში ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებზე ზრუნავენ უახლესი ცოდნითა და თანამედროვე რესურსებით აღჭურვილი დარგის ექსპერტები - უზრუნველყოფენ სრულფასოვან და პერსონალურ სამედიცინო მომსახურებას. 

თითოეული პაციენტისთვის, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ონკოლეგებისა და სხვადასხვა მიმართულების ექსპერტების მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა უზრუნველყოფს ყველა ტიპის ონკოლოგიური პაციენტისთვის დაავადებების ზუსტ დიაგნოსტირებას და ინტეგრირებული, მულტიდისციპლინური სამედიცინო გუნდის ჩართულობით თითოეულ პაციენტზე მორგებული, ინდივიდუალური მკურნალობის გეგმის შედგენასა და განხორციელებას.