ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

რადიოლოგია

რადიოლოგია

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, ნიუ ჰოსპიტალსის რადიოლოგიური დეპარტამენტის ექიმები პაციენტებს უზრუნველყოფენ დიაგნოსტიკური და ინტერვენიცულ-ექოსოკოპიური გამოკვლევებით. რადიოლოგიური განყოფილება სრულად ინტეგრირებულია, როგორც ქირურგიულ, ასევე ამბულატორიულ მიმართულებებთან და მაღალკვალიფიციური რადიოლოგების, სამედიცინო ინჟინრებისა და სხვადასხვა მიმართულების ექიმების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, პაციენტებს რეალურ დროში აწვდის სხივური მედიცინის სერვისების სრულ სპექტრს.

ულტრათანამედროვე ქირურგიული აღჭურვილობა

ნიუ ჰოსპიტალსის ქირურგიული განყოფილების თითოეული საოპერაციო ოთახი აღჭურვილია თანამედროვე მობილური ქირურგიული რენტგენის C-ARM სისტემით; ასევე შიდა და გარე მონიტორების ექსკლუზიური სისტემით, რაც საშუალებას აძლევს ექიმებს დააკვირდნენ ოპერაციის პროცესს საოპერაციოს შიგნით და მის გარეთ.

მომსახურების სფეროები

  • ულტრასონოგრაფია
  • რენტგენოგრაფია
  • კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) უკონტრასტოდ და კონტრასტის გამოყენებით (ყველა სისტემა, მათ შორის თავის ტვინის პერფუზია, დიფუზია, სპექტროსკოპია, ტრაქტოგრაფია)
  • კარდიოლოგიური (გულისა და სისხლძარღვების) რადიოლოგია
  • კარდიოვასკულურული რადიოლოგია
  • სისხლძარღვების გამოკვლევის ორმაგი მეთოდი - დუპლექს სკანირება
  • სარძევე ჯირკვლის (ძუძუს) ექოსკოპია
  • მუცლის ღრუს ექოსკოპია, მათ შორის 3D და 4D რეჟიმებით
  • კუჭ-ნაწლავის სისტემის რადიოლოგია
  • შარდ-სასქესო სისტემის რადიოლოგია
  • თავისა და კისრის რადიოლოგია
  • სასუნთქი გზების დიაგნოსტიკა
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის (კუნთები, ძვლები, სახსრები) რადიოლოგია
  • ნეირორადიოლოგია
  • თორაკალური (გულ-მკერდის ღრუს ორგანოების) რადიოლოგია
  • პედიატრიული რადიოლოგია
  • გადაუდებელი რადიოლოგია
  • ინტერვენციული რადიოლოგია