ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ოტორინოლარინგოლოგიის ცენტრი

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოტორინოლარინგოლოგიის ცენტრში ხელმისაწვდომია ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სერვისების სრული სპექტრი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის. ოტორინოლარინგოლოგიის ცენტრი დაკომპლექტებულია, როგორც ქართველი ასევე უცხოეთიდან მოწვეული გამოცდილი სპეციალისტებით.

დიაგნოსტიკა

სადიაგნოსტიკო სერვისები გულისხმობს კვლევების დროულად ჩატარებას, რათა შეირჩეს პაციენტის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი წარმატებული მკურნალობისთვის. ოტორინოლარინგოლოგიური დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ულტრათანამედროვე აპარატურა და უახლესი ტექნოლოგიები. 

სადიაგნოსტიკო სერვისები:

  • რენტგენოგრაფია 
  • კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
  • მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)
  • სისხლის საერთო ანალიზი
  • ლარინგოლოგიური გამოკვლევა
  • ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
  • სუბმანდიბულარული (ქვედა ყბის და ხახის) გამოკვლევა
  • აუდიოლოგია (სმენის ტესტირება)
  • ფიბროლარინგოსკოპია (ცხვირ-ხახის გამოკვლევა)
  • ცხვირის ფუნქციური გამოკვლევა
  • ტიმპანომეტრია (ყურის გამოკვლევა)

მკურნალობა

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოტორინოლარინგოლოგიის ცენტრის მღალკვალიფიციური სპეციალისტები პაციენტების სამკურნალოდ იყენებენ კონსერვატიული მკურნალობისა და ქირურგიული პროცედურების თანამედროვე მეთოდებს და უახლეს ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფილია ჰოსპიტალში არსებული ულტრათანამედროვე აპარატურითა და ექიმების პროფესიონალიზმით.

კონსერვატული მკურნალობა - ყელი

  • ხორხისა და ხმოვანი იოგების მწვავე და ქრონიკული დისფუნქციები
  • ტონზილიტი
  • ფარინგიტი

კონსერვატული მკურნალობა - ყური

  • დაფის აპკის პათოლოგიები
  • შუა ყურის დაავადებები
  • ყურის ტკივილი
  • სმენის დაქვეითება
  • სმენის ტესტირება (აუდიოლოგია) და რეაბილიტაცია
  • ყურიდან გოგირდის საცობის მოცილება
  • უცხო სხეულები
  • შუა ყურის ტრავმა
  • გარე და შუა ყურის მწვავე და ქრონიკული ანთება
  • ვერტიგო (თავბრუსხვევა)

კონსერვატული მკურნალობა - ცხვირი

  • ცხვირით სუნთქვის დარღვევები
  • სინუსიტი
  • ალერგიით ან ინფექციით გამოწვეული ქრონიკული ანთებითი დაავადებები
  • სოკოვანი სინუსიტი
  • ცხვირის მოტეხილობები
  • ცხვირიდან სისხლდენა

ქირურგია

  • ტონზილექტომია / ნუშურების (გლანდების) ამოკვეთა - ლაზერული ქირურგია
  • ადენოიდექტომია / ადენოიდების ამოკვეთა (შეივერის გამოყენებით)
  • დაკრიოცისტორინოსტომია - ენდოსკოპიური ქირურგია
  • ჰიპერტროფიული რინიტის ქირურგიული მკურნალობა
  • რინოპლასტიკა და სეპტოპლასტიკა - ვაზომოტორული რინიტისა და ძგიდის გამრუდების მკურნალობა
  • წიაღების ქირურგია / სინუსიტები და ჰაიმორიტები - ენდონაზალური მიკრო და ენდოსკოპიური ქირურგია
  • ხორხის დაავადებების მკურნალობა ენდოსკოპიური, ნაკლებად ტრავმული ჩარევით
  • ძილის აპნოეს / ხვრინვის ქირურგიული მკურნალობა